ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის თარიღი ცნობილია

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის თარიღი ცნობილია

2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის თარიღი ცნობილია. იგი პარიზში 5 დეკემბერს გაიმართება. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული L'Equipe ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, France Football მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქში 2 "ოქროს ბურთს" გასცემს, რაც ამ ჯილდოს არსებობის ისტორიაში პირველად მოხდება.

საქმე ისაა, რომ 2020 წელს "ოქროს ბურთის" ცერემონია კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. გასულის წლის ჯილდო, რომლის ფავორიტად "ბაიერნის" ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი ითვლება, სწორედ წელს გაიცემა.

რაც შეეხება წლევანდელ "ოქროს ბურთს", მის ფავორიტად უკვე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი მიიჩნევა, რომელმაც "ბარსელონაში" საუცხოო სეზონი ჩაატარა და რომელიც არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #13 28 ივლისი 2021 14:27
    0
    ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა,არასამართლიანობის გრძნობა დამრჩებოდა წლევანდელი მესის აეღო და ლევანას არაფერი.

    ისე ორ ოქროს ბურთთან ერთად,1 ოქროს ბიდონი რო რონალდოსთვის დაამზადონ და ცივი ყინულებიანი წყლით მიართვან კარგი იქნება თორე მოკვდება ის საწყალი..
    ფანი [?]
    #12 27 ივლისი 2021 22:50
    0
    ისე სად არის სამართალი თორემ , მესამე ოქროს ბურთიც უნდა გაეცათ წელს და სიკვდილის შემდეგ ისე დაეფასებინათ დიეგო და გაეცილებინად ფეხბურთიდანაც და წუთისოფლიდანაც , იმდენჯერ დაჩაგრეს და წაართვეს კუთვნილი ჯილდოები , მოიხდიდნენ ამ საქციელით ბოდიშს დიეგოს , არგენტინისა და მთელი საფეხბურთო სამყაროს წინაშე .
    ფანი [?]
    #11 27 ივლისი 2021 11:45
    1
    სამართლიანი გადაწყვეტილებაა ნამდვილად , დაუფასდება ლევანდოვსკის შრომა და რა თქმა უნდა უსიტყვოდ და ეჭვგარეშე ლეო თავის ბურთს დაესაკუთრება , ისე კარიერის დასრულების შემდეგ იქნებ ოქროს ბურთს სახელი შეუცვალონ 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 27 ივლისი 2021 11:38
    2
    დაუბრუნეთ ოქროს ბურთი პატრონს.
    ტურინში კი ვიღაცა მოკვდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 ივლისი 2021 11:30
    0
    იყოს ორი, ოღონდ ერთი ლეოს მისცენ და მეორე გინდაც ბენზემას აუღია.
    ფანი [?]
    #8 26 ივლისი 2021 22:14
    17
    სწორია ერთი ლევანას,მეორე პატრონს დაუბრუნდება.ლეოზე მეტად არავის ეკუთვნის ჟორჟინიო,კანტე,დონარუმა და მსგავსი უაზრო საუბარი არაა საჭორო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #7 26 ივლისი 2021 21:59
    15
    ფეხბურთის მეფე ერთია სამყაროში და ისიც ბარსაშია, დანარჩენი კი ნაზირ-ვეზირები.
    Culé [?]
    #6 26 ივლისი 2021 21:19
    13
    ხოდა გადასცენ რობერტის ერტი ოქროს ბურთი მეორეკი რათქმა უნდა მესის ბოლოსდა ბოლოს სამართლიანობა ასე მოითხოვს სხვა კანდიდატი უბრალოთ არ არსებობს და მორჩა ბაზარი...
    Culé [?]
    #5 26 ივლისი 2021 20:56
    2
    ტყუილად გაკრიტიკებას ნუ დამიწყებთ და მესიზე მეტად ლევანდოვსკის რომ მისცემენ კუთვნილ ოქროს ბურთს ეგ უფრო გამიხარდა🙌🙌🙌 დაიმსახურა აშკარად და უსამართლობა იყო ამდენ ხანს რომ არ მისცეს კუთვნილი ჯილდო, აბა მესის გატრუხებული აქვს😂😂❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ივლისი 2021 20:29
    10
    ძალიან სწორს შვებიან წინა სეზონის გამარჯვებულსაც რო აძლევენ აკუთვნოდა ლევანდოვსკის წლევანდელი სეზონის კი მესისია ულაპარაკოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 26 ივლისი 2021 20:16
    10
    ალალია ლევანდოვსკისთვის და ძაან მიხარია ესე რო შვრებიან. რაც შეეხება ლეოს უკომენტაროდ...
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 ივლისი 2021 19:27
    9
    ციტატა: Iniesta_8
    ლევანდოვსკი თუ მოიგებს წინა წლის ჯილდოს გაასწორებს, ეკუთვნოდა და სამართლიანი იქნება თუ მიიღებს. წლევანდელს მესი აიღებს და მერე არამგონია საერთოდ ვინმემ გააუმჯობესოს ეს შედეგი, 7 ოქროს ბურთი არანორმალური შედეგია. მერვეც თუ მოიგო ეგეც კაი იქნება, მარა ბარსელონას გადამკიდე არამგონია რაიმე სერიოზული ტიტული დადოს. ლა ლიგა მაქსიმუმ.

    მერვეს მისცემენ თუ მუნდიალი მოიგო
    Culé [?]
    #1 26 ივლისი 2021 19:07
    9
    ლევანდოვსკი თუ მოიგებს წინა წლის ჯილდოს გაასწორებს, ეკუთვნოდა და სამართლიანი იქნება თუ მიიღებს. წლევანდელს მესი აიღებს და მერე არამგონია საერთოდ ვინმემ გააუმჯობესოს ეს შედეგი, 7 ოქროს ბურთი არანორმალური შედეგია. მერვეც თუ მოიგო ეგეც კაი იქნება, მარა ბარსელონას გადამკიდე არამგონია რაიმე სერიოზული ტიტული დადოს. ლა ლიგა მაქსიმუმ.