ნეტუს დარჩენის შემთხვევაში, ინიაკი პენია იჯარით გაშვებას მოითხოვს | MD
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ნეტუს გაშვების შემთხვევაში, "ბარსელონას" მეორე მეკარე ინიაკი პენია გახდება. ფეხბურთელს ესმის, რომ ტერ შტეგენის შემცვლელად თამაში კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
თუმცა, თუ ბრაზილიელი კარის დარაჯი "ბარსაში" დარჩება, პენია იჯარით გაშვებას მოითხოვს - იტყობინება Mundo Deportivo.
MD-ს ცნობით, კატალონიური კლუბი 22 წლის ესპანელს იჯარით იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ მას გარანტირებული სათამაშო დრო ექნება.
რონალდ კუმანს გამოცდილი მეკარის დამატება სურდა, თუმცა პენიას თამაშის ხილვამ მას აზრი შეაცვლევინა და ახლა ინიაკის ნდობას უცხადებს. ბევრი რამ ნეტუს მომავალზე იქნება დამოკიდებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]