რა პოზიციაზე ითამაშებს მემფისი ბარსელონაში

რა პოზიციაზე ითამაშებს მემფისი ბარსელონაში

"ბარსელონას" ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ  "ჟირონას" წინააღმდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერი" მაისურით პირველი მატჩი უკვე ჩაატარა.

ნიდერლანდელი კატალონიური გუნდის წინააღმდეგ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოგვევლინა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში სწორედ ამ პოზიციაზე იასპარეზებს. რონალდ კუმანი მემფისს ეროვნულ ნაკრებში სწორედ აქ ათამაშებდა. 

დეპაი მოძრავი ცხრა ნომერი იქნება, რომელსაც მარცხენა ფლანგზე თამაში და უკან დახევაც შეეძლება. კუმანს შეტევაში, მემფისთან ერთად, ლეო მესის და, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ანსუ ფატის დაყენება სურს. თუმცა, თუ ანტუან გრიზმანი გუნდში დარჩა, სასტარტო თერთმეტეულში სწორედ ის მოგვევლინება.

MD-ს ცნობით, როდესაც ძირითად შემადგენლობაში სერხიო აგუერო მოხვდება, დეპაი მარცხენა ფლანგს დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსას" შემტევი ტრიო სწორედ დეპაი-აგუერო-მესი უნდა ყოფილიყო. 

მემფის დეპაის პრეზენტაცია "ბარსელონაში" რამდენიმე დღის წინ შედგა. მან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 აგვისტო 2021 22:48
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: El pistolero 9
    რავიცი რასაც ვუყურე გრიზმანი იდგა ცენტრში და დეპაი მარცხნივ. ამიტო ალბათ უფრო მესი გრიზმანი დეპაი იქნება ძირითადის ტრიო

    მთავარია 3-5-2 არ შემოთხაროს კუმანმა და მარტო დეპაი მესის დუეეტს არ ვუყუროთ. ფატი დემბელე შემოდგომის ბოლომდე ვერ დაგვეხმარებიან, გრიზი თუ დარჩა მერე მოჟნა 3 შემტევით თამაში

    Are you serious about this Chase
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #6 26 ივლისი 2021 16:14
    0
    გრიზმანი - მესი, დეპაი.
    [?]
    #5 26 ივლისი 2021 15:48
    0
    ციტატა: El pistolero 9
    რავიცი რასაც ვუყურე გრიზმანი იდგა ცენტრში და დეპაი მარცხნივ. ამიტო ალბათ უფრო მესი გრიზმანი დეპაი იქნება ძირითადის ტრიო

    მთავარია 3-5-2 არ შემოთხაროს კუმანმა და მარტო დეპაი მესის დუეეტს არ ვუყუროთ. ფატი დემბელე შემოდგომის ბოლომდე ვერ დაგვეხმარებიან, გრიზი თუ დარჩა მერე მოჟნა 3 შემტევით თამაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ივლისი 2021 13:52
    0
    რავიცი რასაც ვუყურე გრიზმანი იდგა ცენტრში და დეპაი მარცხნივ. ამიტო ალბათ უფრო მესი გრიზმანი დეპაი იქნება ძირითადის ტრიო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 26 ივლისი 2021 12:22
    1
    ძირითადის თუ იქნება
    ფატი-მემფისი-მესი
    ზამენა
    დემბელე-აგუერო-გრიზმანი
    სახელფასო ჭერი რომ არ იყოს იდეალურია ასეთი შემადგენლობა რო გეყოლება მაგრამ… პლიუს ბრაითვაითი და კოლიადო,
    ჩემი აზრით მაინც გრძელი სკამია დღესდღეობით ტიტულების მომტანი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივლისი 2021 11:39
    1
    ფატი გააჩია როგორ ფორმაში დაბრუნდება ისე მესი დეპაი გრიზმანის ტრიო ძაან მოძრავი იქნება ხშირი გაცვლა იქნება ადგილების და მეტოქე დაიბნევა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ივლისი 2021 10:54
    0
    აღდგომა და ხვალეო. ამდენი გვითმენია ორ-სამ კვირასაც როგორმე მოვითმენთ.