ბარსა იუვესთან თამაშის ბილეთებიდან მილიონის გამომუშავებას გეგმავს

ბარსა იუვესთან თამაშის ბილეთებიდან მილიონის გამომუშავებას გეგმავს

მოგეხსენებათ, "ბარსელონა" მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. კლუბი მუდმივად ფულადი სახსრების ძიებაშია. კატალონიელები ცდილობენ, როგორმე ფინანსურად მოძლიერდნენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"ბარსელონა" 8 აგვისტოს ჟოან გამპერის თასზე "იუვენტუსს" დაუპირისპირდება და სეზონის პირველ ყველაზე სანახაობრივ მატჩს გამართავს.

ARA Esports-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" იმედი აქვს, რომ ამ თამაშის ბილეთების გაყიდვით 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

წყაროს ცნობით, კლუბმა დაახლოებით 20 000 ხელმისაწვდომი ბილეთიდან ნახევარი უკვე გაყიდა. დარჩენილი ბილეთების ფასები 54-დან 84 ევრომდე მერყეობს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 აგვისტო 2021 22:50
    0
    What time do it work tomorrow good job
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ივლისი 2021 09:45
    0
    54 ევროდან? ანუ თითქმის იმდენივე რამდენსაც ერთი დამთვალიერებელი იხდის კამპ ნოუს და მუზეუმის დათვალიერებაში.