გავი პრესეზონს პირველ გუნდთან ერთად გააგრძელებს

გავი პრესეზონს პირველ გუნდთან ერთად გააგრძელებს

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა ბ-ს" რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც სეზონისწინა მზადების პირველ 2 ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღეს, სარეზერვო გუნდში უკვე დაბრუნდა, მაგრამ ეს გავის არ ეხება.

წყაროს ცნობით, რონალდ კუმანი 16 წლის ნახევარმცველით მოხიბლულია და იგი პირველ გუნდში პრესეზონის ბოლომდე დარჩება.

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი ახალგაზრდა ესპანელის დახვეწილი ტექნიკითა და კარგი დაცვითი თვისებებით აღფრთოვანებულია. გასული სეზონით თუ ვიმსჯელებთ, "ბარსას" მწვრთნელს სურს, რომ მისი ნახევარმცველები შეტევაშიც და დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ.

"ბარსელონა" მომდევნო კვირაში გერმანიაში გაემგზავრება და "შტუტგარტთან" ამხანაგურ თამაშს გამართავს, რის შემდეგაც "ბლაუგრანა" "ზალცბურგს" კვლავ სტუმრად დაუპირისპირდება. ივარაუდება, რომ გავი აღნიშნული მატჩებისთვის პირველ გუნდთან ერთად გაემგზავრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 აგვისტო 2021 22:50
    0
    No fucking way
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 ივლისი 2021 09:48
    1
    16 წლის? ცოდოა მე მგონი პირველ გუნდში, არ დალეწონ და სულ არ დაუკარგონ თამაშის სურვილი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ივლისი 2021 03:00
    2
    ამისგან და პედრისგან ჩავიესტას ამზადებენ თუ რა ხდება?!
    ახალ ლეოზე რას იზამენ ნეტავ, ეგაა საქმე....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ივლისი 2021 00:11
    3
    აუუუ ეს ძაან დონე ბიჭია. ხაზებს შორის მაგრად მოძრაობს, დრიბლინგი, პასის კულტურა.... ყველაფერი აქვს❤❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #2 26 ივლისი 2021 00:07
    1
    ციტატა: Norman Bates
    პიმიენტა არ უნდა გაეშვათ. იცოდა ახალგაზრდებთან მუშაობა. რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა

    პიმიენტა ბარსა ბ ეს მწვრთნელი იყო და ამასთან კავშირი არ ქონდა. ეს არ იყო ჯერ ბარსა ბ ში. დაჟე ბალდესაც იშვიათად ათამაშებდა

    ციტატა: frenkie dejong21
    დᲦეს ესპანეᲗის ᲗამაᲨს ვუყურე და ლამის ტირილი მომინდა პედრი ისეᲗ დᲦეᲨია მაგას გადამწვარიც აᲦარ ქვია
    რასაც მაგ ბიᲭს უკეᲗებენ მარᲗლა არ ᲨეიᲫლება კაი აᲗამაᲨებ აᲗამაᲨებ მაგრა არ ᲨეიᲫლება რო მეორე ტაიმᲨი გაიყვანო ან Შეცვლაზე Შემოიყვანო ? ყველა ᲗამაᲨი 90 წუᲗი აᲗამაᲨეს
    ამასწინაᲗ რაᲦაც ამხანაგურ მატᲩᲨიც კი 90 წუᲗი აᲗამაᲨეს Ძაან ნამეტანია ეს ყველაფერი

    ხოდა თუ ვერ დაისვენა კარგად და ვერ დაბრუნდა ფორმაში, აგერაა გავი, პუჩი ნიკო, თუ ერთ ადგილს დააყენებს, მორიბაც და დაკარგავს ადგილს ძირითადში და სდიოს მერე ოლიმპიურ ნაკრებს
    ფანი [?]
    #1 25 ივლისი 2021 23:44
    1
    დᲦეს ესპანეᲗის ᲗამაᲨს ვუყურე და ლამის ტირილი მომინდა პედრი ისეᲗ დᲦეᲨია მაგას გადამწვარიც აᲦარ ქვია
    რასაც მაგ ბიᲭს უკეᲗებენ მარᲗლა არ ᲨეიᲫლება კაი აᲗამაᲨებ აᲗამაᲨებ მაგრა არ ᲨეიᲫლება რო მეორე ტაიმᲨი გაიყვანო ან Შეცვლაზე Შემოიყვანო ? ყველა ᲗამაᲨი 90 წუᲗი აᲗამაᲨეს
    ამასწინაᲗ რაᲦაც ამხანაგურ მატᲩᲨიც კი 90 წუᲗი აᲗამაᲨეს Ძაან ნამეტანია ეს ყველაფერი