რონალდ კუმანი რეის მანაის პერფორმანსით კმაყოფილია

რონალდ კუმანი რეის მანაის პერფორმანსით კმაყოფილია

ESPN-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი სარეზერვო გუნდის შემტევის, რეი მანაის დარჩენის წინააღმდეგი არაა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი ალბანელი ფეხბურთელის პერფორმანსით კმაყოფილია და, მიუხედავად იმისა, რომ მის აგენტებს რამდენიმე შემოთავაზება აქვთ, ახალგაზრდა მოთამაშის კლუბში დატოვებას არ გამორიცხავს - მისი მომავალი, "ბარსაში" თავდამსხმელების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბლაუგრანა" 24 წლის შემტევის თაობაზე მოლაპარაკებებს "კადისთან", "ფამალიკაუსა" და "სასუოლოსთან" აწარმოებს. მის ფასს კი პრესეზონზე კარგი თამაში და წინა სეზონში გატანილი 14 გოლი ზრდის.

კატალონიური გამოცემის მტკიცებით, რეის სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით, 3-დან 5 მილიონ ევრომდე შეადგენს. ფეხბურთელი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

მანაიმ, რომლის მოქმედი ხელშეკრულებაც 2023 წლამდეა ძალაში, წინასასეზონო მომზადებისთვის გამართულ ორ მატჩში მეტოქეთა კარის ბადე 4-ჯერ შეაეხია - მან "ჟიმნასტიკის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო, შემდეგ კი 1 ბურთი "ჟირონასაც" გაუტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ივლისი 2021 09:57
    0
    ბრეითვეიტი აღარ იყიდება? წავიდეს დროზე რო ახალგაზრდებს პატარა შანსი მაინც გაუჩნდეთ. ეს რა ხალხი შეიყარა გუნდში, ბარტყებივით სხედან სითბოში და მაღალ ხელფასზე, გვერდზე გახედვაც აღარ უნდათ აშენდა თუ დაიქცა გუნდი.
    Culé [?]
    #3 26 ივლისი 2021 00:12
    1
    უნდა გავყიდოთ აბა რაა ! ბრეითვეიტის ნაირ ფეხბურთელებში 30 მილიონი უნდა ვიხადოთ და ჩვენი ფეხბურთელები , 3 მილიონად გავუშვათ გუნდიდან . ესენი ალბათ ყველას გაყიდიან , ვინც კი თავს გამოიჩენს და მერე გაპიარებულ ვარსკვლავებში გადაიხდიან მილიონებს ! დატოვე , იქნება და რა სტიმული ეძლევა და გაიხსნას ბოლომდე , მაგანაც ხელფასი არ მოგთხოვოს სხვასავით უსაქმურობაში .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივლისი 2021 00:07
    1
    რავიცი. 24 წლის კაცი რო კიდე სეგუნდა ბ-ში ითამაშებს რავიცი. თან პრე სეზონზე ყველა იგიჟებს თავს. აგუერო გრიზმანი დეპაიც მაგის პოზიციაზე თამაშობენ. შანსი არაა მაგის დარჩენის
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 25 ივლისი 2021 21:48
    3
    დარჩენა არა ის კიდე. ზღაპარია ამის დატოვება კუმანი სულაც რომ გაიხეს შუაზე ლაპორტა ამას არ დატოვებს. 5 მილიონი მთლად კაი ფასი ვერაა იქნებ გაუვარდეს კიდე ერთი ბურთი და მოემატოს ფასი blush
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"