რონალდ კუმანი ნიკო გონსალესს სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებს | Sport
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ნიკო გონსალესმა "ჟიმნასტიკთან" გამართული (4-0), პრესეზონის პირველი მატჩი გამოტოვა, თუმცა მეორეში ("ჟირონასთან", 3-1) სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა.
Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" თავკაცი, რონალდ კუმანი 19 წლის მოთამაშეზე დიდ იმედებს ამყარებს და მომავალში, საყრდენი ნახევარდაცვის პოზიციაზე, სერხიო ბუსკეტსის შეცვლის მთავარ კანდიდატად მიიჩნევს.
გონსალესს, რომელიც ამჟამად სარეზერვო გუნდის წევრია, "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]