კლემან ლანგლემ 5 კლუბი უარით გაისტუმრა

"ბარსელონა" ამ ზაფხულში გუნდის ცენტრალური მცველის, კლემან ლანგლეს გასხვისებას გეგმავს, თუმცა, როგორც ჩანს, თავად ფრანგი ფეხბურთელი კატალონიური კლუბიდან წასვლის წინააღმდეგია.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსას" ლანგლესთან განშორებმა გადაწყვეტილი კი აქვს, მაგრამ ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" დარჩენას აპირებს.
წყაროს ცნობით, 26 წლის უკანახაზელმა 5 კლუბის, კერძოდ, "რომას", "ევერტონის", "ტოტენჰემის", "ვესტ ჰემისა" და "არსენალის" შემოთავაზებებზე უარი თქვა.
ლანგლე გასულ სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, რაც თავად მოთამაშემაც აღიარა. იგი "ბარსელონას" 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. მის აქტივში "ბლაუგრანას" მაისურით 133 მატჩი, 7 გოლი და 4 ასისტია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]