ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 24 ივლისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 24 ივლისი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 ივლისს მოხდა.

თამაშები

24 ივლისს "ბარსელონას" ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1930 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ედუარდ მანჩონი. 1950-1957 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 173 თამაში ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა. მანჩონმა კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) და ერთი კოპა ლათინა მოიგო.

1955 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ფრანსესკ პუჟოლი. 1980/1981 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 3 თამაში ჩაატარა. პუჟოლმა კატალონიურ კლუბში ესპანეთის თასი მოიგო.

1984 წელი

"ბარსელონამ" "ტოტენჰემიდან" სტივ არჩიბალდი შეიძინა.

1986 წელი

"ბარსელონამ" გულშემატკივრებს ახალწვეული გარი ლინეკერი წარუდგინა.

2000 წელი

ლუიშ ფიგუ "ბარსელონადან" "რეალში" 10 მილიარდი პესეტას სანაცვლოდ გადავიდა.

2013 წელი

წინასასეზონო მზადების პირველ მატჩში "ბარსელონა" პეპ გვარდიოლას "ბაიერნთან" 0-2 დამარცხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ივლისი 2021 14:00
    0
    პერესი რა ახალგაზრდაა, მგონი ფიგუზე პატარაა.
    ფანი [?]
    #1 24 ივლისი 2021 11:03
    1
    ფიგუს უსტვენდნენ ლეგენდების კლასიკოში
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid