სერჟი რობერტო: კარგ განწყობაზე ვართ

სერჟი რობერტო: კარგ განწყობაზე ვართ

"ბარსელონას" ფეხბურთელმა, სერჟი რობერტომ, ახალ სეზონში მისი გუნდის გამოწვევებზე ისაუბრა. 

გუნდი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ამ სეზონში ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შევძლოთ. 

სიცხეა, მაგრამ ფორმაში ჩადგომისა და ტემპის ამაღლებისთვის ვარჯიში გვეხმარება. თითოეული ჩვენგანი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ სეზონს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ. პირველი თამაში უკვე ჩავატარეთ, კარგ განწყობაზე ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

შარშან სეზონი კარგად ვერ დავიწყეთ და ფორმაში მოგვიანებით შევედით, ახლა კი გვინდა რომ ასე არ მოხდეს და თავიდანვე კარგი შედეგები ვაჩვენოთ. 

"ჟიმნასტიკთან" გუნდი ძალიან კარგი იყო. მეტი გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ მეკარემ თავი გამოიჩინა. მიხარია, რომ დებიუტი ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს - "ლა მასიაში" შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და აკადემია ნდობას იმსახურებს. 
მემფის დეპაი ძალიან კარგი ფეხბურთელია. რამდენიმე სავარჯიშო სესიაში, რომლის ჩატარებაც აქამდე მოვასწარით, მან თავისი თვისებები გამოამჟღავნა და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენს დახმარებას შეძლებს. 

- განაცხადა რობერტომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 24 ივლისი 2021 07:10
    0
    ციტატა: me da barca
    ამას ვერაფერში გამოიყენებ. ვერც თამაშით და ვერც გასაყიდად. 3 ინდაურის ფასი აქვს და არც ღირს, რომ გაყიდო.

    laughing ინდაურს ნუ აყენებთ შეურაცყოფას.. დ:))
    Culé [?]
    #5 24 ივლისი 2021 01:32
    1
    კარგ განწყობაზე იქნები, ჩემზე ოდნავ კარგად თამაშობ,შეილება დიხანიით მაჯობო მარტო,და ბარსელონას შეაკვდი, რატო არ იქნები განწყობაზე და ხასიათზე...მე კი შემიკალი ხელში....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ივლისი 2021 00:58
    0
    ამას ვერაფერში გამოიყენებ. ვერც თამაშით და ვერც გასაყიდად. 3 ინდაურის ფასი აქვს და არც ღირს, რომ გაყიდო.
    წევრი [?]
    #3 23 ივლისი 2021 21:30
    0
    nika 54,
    ეგ არ უთქვამს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ივლისი 2021 21:20
    0
    დეპაის ედრება ეს?
    ახალბედა [?]
    #1 23 ივლისი 2021 19:34
    3
    რატო არ იქნები კარგ განწყობაზე რაც შენ ხელფასი გაქ, და თან არაფერს აკეთებ.