ფაბრიციო რომანო ბარსელონას ფეხბურთელების გარშემო არსებულ ვითარებაზე

ფაბრიციო რომანო ბარსელონას ფეხბურთელების გარშემო არსებულ ვითარებაზე

ყველაზე გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო "ბარსელონას" ფეხბურთელების გარშემო არსებულ ვითარებაზე საუბრობს:

ილაიშ მორიბასთან ჯერ-ჯერობით არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. "ბარსა" დარწმუნებულია, რომ ამის მიზეზი ფეხბურთელის მიმართ რამდენიმე ინგლისური კლუბის ინტერესიცაა.

ბოლოს მორიბასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება კატალონიურ კლუბს ძვირი დაუჯდა. "ბლაუგრანა" ფიქრობს, რომ შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით პრობლემები მუდმივად იზრდება. ამის გამო, 18 წლის ფეხბურთელის წასვლის შანსები მატულობს.

თუ "ბარსელონას" ლეო მესისა და სხვა ფეხბურთელების გაფორმება სურს, კლუბმა გრიზმანი უნდა გაუშვას. ცხადია, ლაპორტა ამას ღიად არ იტყვის. ფრანგს მხოლოდ "ატლეტიკოში" თამაში სურს. 

ახალი ცენტრალური მცველის დამატება კლემან ლანგლეს მომავალზეა დამოკიდებული.

"ბარსამ" რამდენიმე შემოთავაზება მიიღო, თუმცა ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა არ სურს.

რონალდ კუმანი ფილიპე კოუტინიოს აფასებს, თუმცა მას ესმის, რომ "ბლაუგრანამ" ფინანსური კრიზისის დასაძლევად გამოსავალი უნდა მოძებნოს.

ბრაზილიელს ბევრი მსურველი ჰყავს. ყველაზე მოსალოდნელი იჯარით ტრანსფერია, რომლის შემთხვევაშიც ფეხბურთელის ხელფასს ორივე გუნდი გაინაწილებს.

თავდაპირველად "ბარსას" სერჟი რობერტოს გაყიდვა სურდა, თუმცა გუნდს კონკრეტული შემოთავაზებები არ მიუღია. "მანჩესტერ სიტის" ინტერესი არასდროს გამოუმჟღავნებია.

აქედან გამომდინარე კლუბმა მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

რომანომ არტურ მელოსა და მირალემ პიანიჩის გაცვლაც შეაფასა, რომელიც "ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" შარშან განახორციელეს:

პიანიჩისა და არტურის გაცვლა ნახევარმცველების მონაწილეობით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ბარტერი იყო. ორივე ფეხბურთელი სათამაშო დროის მოპოვებისთვის იბრძოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ივლისი 2021 11:48
    0
    ფაქტიურად სწორს ლაპარაკობს, თუმცა ჩვენც მშვენივრად გვესმის ეს ყველაფერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ივლისი 2021 10:10
    1
    მოკლედ მორიბას გაასხმევიბონ კოუტინიო თუ ვერ გაიყიდა იჯარით ააცმევინონ პიანიჩი გაცვალონ ისევ არტურში და ლენგლე მოაშორონ სასწრაფოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 23 ივლისი 2021 09:59
    3
    არავის არ უნდა წასვლა, ყველას სკამზე ჯდომა და გამდიდრება უნდა, ეხ ბართლომეუ შენ რა გითხარი არაფრის მომცემ ფეხბურთელებში რომ არიგებდი ამხელა ხელფასს.