მემფის დეპაის პრეზენტაცია

მემფის დეპაის პრეზენტაცია

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" 27 წლის ნიდერლანდელი შემტევი, მემფის დეპაი წარადგინა.

დღეს, მემფისმა კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც, ასევე, კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობაც არის ჩადებული. მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობა 500 მილიონ ევროს შეადგენს.

ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, ჟოან ლაპორტამ, რაფა იუსტემ, მატეუ ალემანიმ და, რა თქმა უნდა, თავად მემფის დეპაიმ პრესკონფერენციას გამართეს.

ლაპორტა:

მემფისი გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ფეხბურთელია, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. ჩვენ ასეთი ტიპის მოთამაშე გვჭირდებოდა. შეთანხმებას მივაღწიეთ, რადგან საკითხის მიმართ ორივე მხარე დადებითად იყო განწყობილი. მემფისის წარმომადგენებმა პირველივე მომენტიდან დააფიქსირეს, რომ "ბარსასთან" თანამშრომლობა სურდათ. ჩვენ გუნდში სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება.

დღეს, ჩვენ გავიფორმეთ დიდებული ფეხბურთელი და დიდებული ადამიანი, რომელიც დედის მიერ ასე კარგად არის აღზრდილი.

მემფისი:

ჩემთვის, დიდი პატივია, ვიყო აქ. დღეს, მე ბავშვობის ოცნება ავისრულე. ორივე მხარის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვიდა. მინდა, პრეზიდენტსა და ბორდს მადლობა გადავუხადო. კარგად მესმის თუ რა მასშტაბის კლუბია "ბარსელონა" და რამხელა გავლენა ჰქონდა მას ჩემზე ბავშვობისას. ბავშვობის ოცნების ახდენა 27 წლის ასაკში არის რაღაც საოცარი და ფანტასტიკური.

გუნდი ახალი სეზონისა და ახალი ტიტულებისთვის მზადაა. ასევე, ნდობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო მწვრთნელს. მან იცის რომ ნდობით, რომელსაც იგი ჩემ მიმართ იჩენს, კლუბის დახმარებას შევძლებ. ამაში ღმერთიც დამეხმარება.

ლაპორტა:

დიახ, ოცნებები ხდება. დედაშენმა გამიმხილა საიდუმლო, რომ, როდესაც ხუთი წლის იყავი, ბაბუა ოპამ "ბარსას" მაისური გაჩუქა.

მემფისი:

დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო. სამწუხაროდ, ბაბუა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ძალიან ამაყი იქნებოდა.

მემფისი:

ასეთი დონის გუნდში თამაშის ამბიცია ყოველთვის მქონდა. როდესაც აქ, "ლიონთან" ერთად დავმარცხდი (2018/19, ჩ. ლიგის 1/8-ფინალი, 1-5), ჩემს თავს ვუთხარი, რომ კიდევ უფრო ძლიერი უნდა გავხდარიყავი. ახლა კი უკვე აქ ვარ.

კითხვა ლაპორტას - როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან ხელფასების თაობაზე, რათა გუნდმა ახალწვეულებისა და ლიონელ მესის გაფორმება შეძლოს?

ლაპორტა:

ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირებას შევძლებთ. კარგად იცით ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ. ლიმიტი ახალი ფეხბურთელების შეძენის შესაძლებლობას არ გვაძლებს, თუმცა ლა ლიგასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, მას მატეუ ალემანი უძღვება.

წესები უნდა დავიცვათ, რაც არის, არის, თუმცა გვჯერა, რომ ხელფასების შემცირებით ან ლა ლიგისთვის მისაღები ფორმულით ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ლა ლიგა პოზიტიურად არის განწყობილი, ყველაზე მეტად ლა ლიგის პრეზიდენტია დაინტერესებული იმით, რომ ჩემპიონატში მემფისის მსგავსმა ფეხბურთელებმა ითამაშონ. პრობლემა არსებობს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მის გადაჭრას შევძლებთ.

მემფისი: 

არა, ამ საკითხზე საერთოდ არ ვნერვიულობ, პირველ რიგში, მე ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ახალი ფორმულების შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი და ბორდი ამ პრობლემას მოაგვარებენ.

დარჩება თუ არა "ბარსელონაში" ანტუან გრიზმანი?

ლაპორტა:

გრიზმანს "ბარსასთან" ხელშეკრულება აკავშირებს, სანამ რამე არ შეიცვლება, იგი თამაშს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. მის მიმართ ინტერესის არსებობას ვერ უარვყოფთ, ეს მის მაღალ დონეს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. 

ჩვენ ვცდილობთ, რომ ფინანსური ბალანსი შევქმნათ, რათა რეგულაციების დაცვა შევძლოთ. ანტუანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ყველა შემოთავაზებას განვიხილავთ, რადგან ფეარ პლეი უნდა დავიცვათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტუნარიანი გუნდის შექმნას არ ვაპირებთ.

ალემანი:

ანტუანს დიდ პატივს ვცემთ, იგი "ბარსელონას" მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და ჩვენ მისი აქ ყოფნით მოხარულები ვართ. არსებული მდგომარეობა გვაიძულებს განვიხილოთ სხვადასხვა შესაძლებლობა, თუმცა სხვა კლუბებისთვის, გრიზმანისთვის შესაფერისი წინადადების გაკეთება რთული იქნება.

დარჩება თუ არა "ბარსელონაში" ლიონელ მესი?

მემფისი:

ლეოსთან ერთად თამაში მსურს, იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. ყველას გვინდა შეგვეძლოს იმის გაკეთება, რასაც ლეო აკეთებს. მუზეუმში მისი ოქროს ბურთები დავათვალიერე, ალბათ, მალე, კიდევ ერთს ვიხილავთ.

ლაპორტა:

იგი ყოველთვის ამბობდა, რომ აქ დარჩენა სურს. მოლაპარაკების პროცესი წინ მიიწევს, რაფა იუსტე და მატეუ ალემანი თავდაუზოგავად მუშაობენ. ეს არის ოცნება, რომლის ახდენაც გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ მან ისევ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელების გვერდით ითამაშოს, როგორიც მემფისია.

ამბავს, რომელიც ყველანი ველოდებით, აუცილებლად გაიგებთ, მაგრამ მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ყველაფერი ადეკვატურად ვითარდება. აუცილებელია, რომ შედეგით ორივე მხარე კმაყოფილი იყოს. ახლა, ლეო დამსახურებულ შვებულებაშია, აქ არის მისი გუნდი, რომელიც კონტრაქტზე მუშაობს.

კითხვა მემფისს - რა როლი ითამაშა ტრანსფერში რონალდ კუმანმა?

მემფისი:
აქ კუმანის არყოფნის შემთხვევაშიც მოვიდოდი, რადგან "ბარსას" უარს ვერ ეტყვი. თუმცა კუმანის ფაქტორს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, რადგან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მან დამაყენა, მისი წყალობით, თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ამისთვის, მადლობელი ვარ. მანამდე, მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი, ცენტრში გადასვლამ კი გაამართლა. ჩემი "ბარსაში" გადმოსვლის ინიციატორი იგი იყო, მე "ბარსასთვის" მზად გასულ სეზონშიც ვიყავი.

დარჩებიან თუ არა "ბარსელონაში" მირალემ პიანიჩი და სამუელ უმტიტი?

ლაპორტა:

ჩვენ ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს პატივს ვცემთ. როდესაც მათთან ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ პირდაპირ და გულწრფელად. აქ ლაპარაკია ორ ფეხბურთელზე, რომელთაც გასულ სეზონში დიდი სათამაშო დრო არ ჰქონიათ, თუმცა ახლა მათი მხრიდან სერიოზულ პროგრესს ვხედავთ. ვნახოთ, რა მოხდება.
ალემანი:
ორივე მათგანი ძალიან პრესტიჟული ფეხბურთელია. გასულ წელს, მათი როლი მცირე იყო, მწვრთნელის პოზიციას ვიცნობთ. ასევე, სიტუაციას თავად ფეხბურთელებიც იცნობენ. გამოსავლის ძებნას ვაგრძელებთ.

კითხვა მემფისს - როგორ შეაფასებთ ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად ლუი ვან გაალის დანიშვნას?

მემფისი:

ეს კარგი ამბავია. იგი მე ძალიან დამეხმარა, მსოფლიო ჩემპიონატზე წამიყვანა, როდესაც მხოლოდ 20 წლის ვიყავი, შემდეგ კი "იუნაიტედშიც" მიმიწვია.

იუსტე:

მინდა, მემფისის ოჯახს მათი ჩართულობისთვის მადლობა გადავუხადო.

ფეხბურთელები კლუბის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას გაგებით ეკიდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 გუშინ, 12:07
    0
    ნომერი ბრეითვეიტის წასვლამდე არ გამოვა ალბათ, დემბელე რო არ წავა გასაგებია.
    Culé [?]
    #4 გუშინ, 03:26
    2
    გასაშვები ხალხი უნდა გავყაროთ
    ნეტუ(არაფერს ვერჩი ფულის გამო მხოლოდ), დაწინაურდება პენია
    რობერტო(2 მარჯვენა მცველი გვყავს, ცენტრშიც აღარაა ამის ადგილი)
    ლენგლე და უმტიტი( ამათ მიზეზი არ სჭირდებათ)
    პიანიჩი და კოუტინიო( ორივეს მაღალი ხელფასი აქვს, ბარსას არცერთი გამოადგა)
    დემბელე ( სუფთა ***)
    ბრაიტვაიტი ( გუნდში მისი ადგილი აღარ არის)
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 გუშინ, 00:50
    0
    სტამბაში ჩავარდა რიგორც ჩანს.
    ჯანბაზის შორტები.
    წევრი [?]
    #2 22 ივლისი 2021 23:24
    5
    დემბელეს მოვისვეით და 11 ნომერს ამას მივცემთ, ნეიმარის შემდეგ ღირსეული 11 ნომერი გვეყოლება ;)
    --------------------
    არაუშავს თუ რაღაც არ გამოგივა... მთავარია არ დანებდე...
    ფანი [?]
    #1 22 ივლისი 2021 22:23
    9
    ბურთს მაინც კენწლის წესიერად