მემფის დეპაის პირველი კომენტარი ბარსელონაში პრეზენტაციის შემდეგ

მემფის დეპაის პირველი კომენტარი ბარსელონაში პრეზენტაციის შემდეგ

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული, მემფის დეპაი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, კლუბის ოფიციალურ არხთან საინტერესო ინტერვიუს წერს:

აქ ყველაფერი შესანიშნავია. "მანჩესტერ იუნაიტედიც" დიდი გუნდი გახლავთ, პსჟ-ცა და "ლიონიც", მაგრამ "ბარსაში" ყველაფერი განსხვავებულია. ვფიქრობ, "კამპ ნოუზე" სწორ დროსა და ასაკში გადმოვბარგდი.
საკუთარ თავს კარგად ვიცნობ. თუ მწვრთნელი მოედანზე თავისუფლებასა და თავდაჯერებას მომცემს, ძალიან კარგი იქნება.
მსურს, სეზონი კარგად დავიწყო და ფორმა მალევე აღვიდგინო. ახალგაზრდა აღარ ვარ, თუმცა არც - ვეტერანი. ვფიქრობ, გუნდს კარგად მოვერგები.
ტიტულების მოგება გვინდა. როცა სტადიონზე გულშემატკივრები არიან, ბუნებრივია, ისინი მოედანზე საუკეთესოს ხილვას ელიან.
ფეხბურთი მიყვარს. იმ სტილს, რომლითაც "ბლაუგრანა" თამაშობს, ნიდერლანდებში ბავშვობიდანვე მივეჩვიე, რაც ადაპტაციაში დამეხმარება.
რას ვგრძნობდი, როცა ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურზე ჩემი სახელი დავინახე? როდესაც პატარაობისას მაისურზე ფეხბურთელების სახელებს ხედავ, ოცნებობ, მსგავსი რამ შენს შემთხვევაშიც მოხდეს. ახლა კი, შემიძლია, ეს მაისური მე ჩავიცვა.

შევხვდი თუ არა ახალ თანაგუნდელებს? გუნდი ჯერ სრულად დაკომპლექტებული არაა. თუმცა, რამდენიმე მათგანს შევხვდი, რაც სასიამოვნო იყო. კუმანთან მიმუშავია - მასთან კარგი გამოცდილება მივიღე.

ვფიქრობ, ამ ქალაქში ხალხი კარგად მომექცევა. ამბიცია დიდია, ხალხი კი - ძალიან მეგობრული. ის ადამიანი ვარ, ვისაც ხალხი და მათთან გრძნობების გაზიარება უყვარს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 გუშინ, 12:40
    0
    მე მგონი ეს გაამართლებს, არ არის გრიზმანივით ქალაჩუნა უფრო მიმწოლია რაც კაი ხანია ბარსაში აღარ გვინახავს.
    Culé [?]
    #6 გუშინ, 03:17
    1
    შეტევაში რიგზეა ყველაფერი. მომავალ ფანჯარაზე ჰალანდის ფასი 75 მლნ. გახდება და მანდ უნდა ვიჩალიჩოთ ბოლომდე. ახლა ცაცია ცენტრალური მცველი გვინდა და ლენგლე-უმტიტის ააცმევინონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #5 22 ივლისი 2021 21:54
    2
    მთავარია ადაპტაცია დიდი ხანი არ გაუგრძელდეს
    ფანი [?]
    #4 22 ივლისი 2021 21:22
    4
    Maradona,
    ერთი ძლიერი მცველო გვინდა არაუხოს გვერძე რა და მოგვარდება.მარჯვნივ დესტი,ემერსონი გვყავს,მარცხნივ ალბა და ბალდე,რომელიც ძაამ მაგარი ბიჭია.
    ფანი [?]
    #3 22 ივლისი 2021 21:14
    7
    მართლა სწორ დროს გადმოვიდა. ახალგაზრდობაში მაგრად უფეიალებდა ამასაც, დემბლესავით. ახლა მთვარი უტრავმოდ და ადაპტაცია არამგონია გაუჭირდეს. შემადგენლობის ფურცელზე ისეთი გვარები წერია იტყვი გადადუღებენ ბურთსო და ვნახოთ, მარა დაცვაში თუ ვერ მოვგვარდით გავუშვებთ ისევ 8 გოლს და ვაგინოთ მთელი წელი სირანგლეს
    ფანი [?]
    #2 22 ივლისი 2021 20:46
    5
    აბა შენ იცი,მგონი ათამაშდება ეს შობელძაღლი
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 ივლისი 2021 20:46
    7
    ძაან დიდი იმედი მაქვს მე ამ კაცის🥰