ბარსელონა რეი მანაის გაყიდვას გეგმავს - Sport

ბარსელონა რეი მანაის გაყიდვას გეგმავს - Sport

"ბარსელონა" სარეზერვო გუნდის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, რეი მანაის გაყიდვას აპირებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

24 წლის თავდამსხმელმა გუშინ კატალონიელთა მთავარ გუნდში "ჟიმნასტიკთან" მატჩში (4-0) პირველად ითამაშა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა - ალბანელმა შემტევმა ჰეთ თრიქი შეასრულა.

Sport-ის ინფორმაციით, მანაი ტრანსფერზე იმყოფება. რონალდ კუმანის გუნდში მისი ადგილი არაა, კლუბს კი ამ ზაფხულში ალბანელის გაშვებით ფულის გამომუშავება უნდა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ რეის, რომელიც "ბარსამ" გასული წლის იანვარში 2 მილიონ ევროდ დაიმატა, პირველ გუნდში არასდროს მოიაზრებდა.

გავრცელებული ცნობებით, მანაის შეძენის სურვილს პორტუგალიური "ფამალიკაუ" და ესპანური "კადისი" გამოთქვამენ.

რეი მანაიმ "ბარსელონა ბ-ს" რიგებში გასულ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 გუშინ, 12:54
    0
    და რა უნდა აიღონ ამაში? 5 მილიონი?
    ფანი [?]
    #7 გუშინ, 10:23
    0
    არიქა ლამასიელი ვინც კაია გაუშვით, არ დატოვოთ არც ერთი, ზატო დემბო და ბრაითა გვყავს ორი სუპერ უთაო ქათამი!
    ასეთი შეცდომა არ უნდა ქნათ!

    არ გაუშვათ დააწინაურეთ ძირითადში, თუნდა სათადარიგოზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 გუშინ, 00:16
    1
    დააწინაურონ ბრაიტვაიტს მაინც ხო აჯობებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 22 ივლისი 2021 18:34
    0
    ფამალიკაუში გაუშვან. ასე ვინც გაუშვეს ლა ლიგაში მერე ყველამ გოლი გაგვიტანა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #4 22 ივლისი 2021 18:03
    0
    ციტატა: La Pulga10
    ხო აბა 25 წლისას ვინ დააწინაურებს,ან რა დასაწინაურებელი ეგაა?

    ბრაიტის ნაცვლად დაეწინაურებინათ, იქნებ უკედაც ეთამაშა.

    ციტატა: Griezzy7
    მინიმუმ 10 მილიონი უნდა გადაიხადონ ამაში

    სეგუნდა ბ ეს იგროკია 10 ბევრია. 4 მაქსიმუმ
    Culé [?]
    #3 22 ივლისი 2021 17:17
    0
    მინიმუმ 10 მილიონი უნდა გადაიხადონ ამაში
    ფანი [?]
    #2 22 ივლისი 2021 16:45
    1
    ხო აბა 25 წლისას ვინ დააწინაურებს,ან რა დასაწინაურებელი ეგაა?
    ახალბედა [?]
    #1 22 ივლისი 2021 16:28
    1
    არსდა თავის დროზე იმტერში ამის იმედი ქონდათ