ფილიპე კოუტინიო მომდევნო კვირიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებს

ფილიპე კოუტინიო მომდევნო კვირიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებს

"ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო მომდევნო კვირიდან გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კოუტინიომ ტრავმა 29 დეკემბერს მიიღო, რის გამოც მას რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ბრაზილიელი დღემდე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, თუმცა, MD-ს ცნობით, ფილიპე მომდევნო კვირაში ამის გაკეთებას შეძლებს.

წყაროს ცნობით, 29 წლის შუახაზელი 4 აგვისტოს "ზალცბურგთან" ან 8 აგვისტოს "იუვენტუსთან" ითამაშებს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ რონალდ კუმანი კოუტინიოს შესაძლებლობებს აფასებს, მაგრამ მას ესმის, რომ კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე საუკეთესო ვარიანტი მისი განათხოვრება ან გაყიდვაა. "ბლაუგრანაში" მიიჩნევენ, რომ ბრაზილიელისთვის იდეალური პრემიერ ლიგაში გაშვება იქნება, სადაც მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 გუშინ, 13:11
    0
    მაინც ვერ აგდებენ და ათამაშონ იქნება და დაადუმოს ევროპა!!! bowtie
    წევრი [?]
    #5 22 ივლისი 2021 14:36
    1
    El pistolero 9,
    რა რომანიოლი, მაგაზე უდონო მცველი არ არსებობს. თუ 40 მილიონს დაამატებენ მაგ შემთხვევაში კიდევ შეილება
    Culé [?]
    #4 22 ივლისი 2021 14:31
    1
    ვნახოთ აბა რას იზამს. საინტერესოა როგორ ათამაშებს კუმანი.
    Culé [?]
    #3 22 ივლისი 2021 14:08
    0
    რომანიოლიში გაცვლაზე დაიწერა და ძალიან კარგი ვარიანტია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 22 ივლისი 2021 13:24
    1
    გასაყიდია ესეც და პიანიჩიც..
    წევრი [?]
    #1 22 ივლისი 2021 13:18
    1
    გააგდეთ მოიშორეთ!!
    --------------------
    არაუშავს თუ რაღაც არ გამოგივა... მთავარია არ დანებდე...