კუმანმა და პიკემ მსაჯს ნასტიკის გაძევებული ფეხბურთელის დაბრუნება სთხოვეს

კუმანმა და პიკემ მსაჯს ნასტიკის გაძევებული ფეხბურთელის დაბრუნება სთხოვეს

გუშინ "ბარსელონამ" სეზონისწინა პირველ ამხანაგურ მატჩში "ჟიმნასტიკი" რეი მანაის ჰეთ თრიქისა და ალექს კოლიადოს ერთი გოლის წყალობით 4-0 დაამარცხა.

38-ე წუთზე ტარაგონული კლუბი კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა მინდვრიდან ალექს კინტანილია გააძევა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, აღნიშნულმა ფაქტმა რონალდ კუმანს გეგმები ჩაუშალა. ნიდერლანდელს სურდა, თავისი ფეხბურთელები 11 მოთამაშის წინააღმდეგ, კონკურენტუნარიან პირობებში გამოეცადა.

წყაროს ცნობით, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კუმანმა და პიკემ მსაჯს გაძევებული ფეხბურთელის დაბრუნება სთხოვეს, თუმცა წესების მიხედვით ეს დაუშვებელია, ამიტომ არბიტრმა მათ უარი განუცხადა.

ზემოხსენებულის შესახებ "ჯიმნასტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, რაულ აგნემ RAC1-თან განაცხადა და კატალონიელებს ამ ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა:

კუმანმა და პიკემ მსაჯს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა ჩვენთვის მეორე ტაიმში 11 მოთამაშის გამოყვანის საშუალება მოეცა, თუმცა მან უპასუხა, რომ რეგულაციები ამას კრძალავს. რონალდი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ არბიტრის დარწმუნებას შეეცდებოდა.

"ბარსელონა" მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 აგვისტოს, "ჟირონას" წინააღმდეგ გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 გუშინ, 13:17
    0
    და რაღა ტაიმის დასრულების შემდეგ უთხრა, იქვე აეხსნა არ იყოო ძმაო ჯარიმა და ცოდვას ნუ აგვკიდებთო, მაგრამ ეტყობა მერე მოტვინა მაინც არ დააბრუნებენ და კაი ბიჭად მაინც გამოვჩნდეო.

    ციტატა: me da barca
    ნასტიკის ???

    შეამოკლეს მწერლებმა ბევრი რო არ ეწერათ ჟიმნასტიკი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ივლისი 2021 22:54
    0
    ნასტიკის ???
    Culé [?]
    #2 22 ივლისი 2021 12:09
    0
    ჰაჰაჰა აფერისტობა, არ იცოდნენ ახლა ამათ როარ შეიძლებოდა ეგ?
    წევრი [?]
    #1 22 ივლისი 2021 11:37
    1
    ერთი ამ აგუეროს, დეპაის და ემერსონს ნომერი მისცენ და ათამაშონ ხო უნდა გავიგოთ როგორ მოერგება ბარსას
    --------------------
    არაუშავს თუ რაღაც არ გამოგივა... მთავარია არ დანებდე...