გრიზმანს ესპანეთის დატოვება არ სურს

გრიზმანს ესპანეთის დატოვება არ სურს

"ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის მომავალი კვლავ გაურკვეველია. 

კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გაშვება სურს, თუმცა ჯერ-ჯერობით ამას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ანტუანს არაერთი მსურველი ჰყავს. 

იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, 29 წლის შემტევის პრიორიტეტი ესპანეთში დარჩენაა და ის პრემიერ ლიგაში, სერია ა-ში ან სხვა ქვეყნის გუნდში გადასვლას არ განიხილავს.

ნათელია, რომ გრიზმანს ან "ბარსელონაში" დარჩენა, ან "ატლეტიკოში" გადასვლა სურს, თუმცა "როხიბლანკოსთან" მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და ფრანგის მადრიდულ გუნდში დაბრუნების შანსები ძალიან მცირეა.

ანტუანს "მანჩესტერ სიტის", "ჩელსისა" და "იუვენტუსს" უკავშირებდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 გუშინ, 13:13
    0
    თუ ატლეტიკოს არ უნდა აგერ ესპანიოლში წავიდეს.
    Culé [?]
    #5 22 ივლისი 2021 14:05
    0
    ლა ლიგაში ამის გაშვებას და კონკურენტის გაძლიერებას ჯობია რომ დარჩეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #4 22 ივლისი 2021 12:48
    3
    ძვლივს გუნდს შეეწყო ამის ახლა გაშვება შეცდომა იქნება , თან ამაზე მაღალ კლასს მაინც ვერ მოიყვანებენ
    ფანი [?]
    #3 22 ივლისი 2021 12:07
    1
    გასაყიდია და ფლანგის ფეხბურთელი მოსაყვანი მარა ესენი ისეთი უნიათოები არიან რო ვერ ყიდიან 60 მილიონადაც კი.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    ფანი [?]
    #2 22 ივლისი 2021 11:43
    1
    ზნაჩიტ რჩება რა
    წევრი [?]
    #1 22 ივლისი 2021 11:38
    6
    არაა გრიზმანი გასაყიდი ფეხბურთელი ეცლა ძლივს ათამაშდა და რაღაცას შვება და ეხლა უშვებთ ამას?! პროსტა ხელფასი შეიმციროს
    --------------------
    არაუშავს თუ რაღაც არ გამოგივა... მთავარია არ დანებდე...