ბარსელონა 4-0 ჟიმნასტიკი | მიმოხილვა

ბარსელონა 4-0 ჟიმნასტიკი | მიმოხილვა

იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე "ბარსელონასა" და "ჟიმნასტიკს" შორის შეხვედრა კატალონიელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

მასპინძელთა მხრიდან თავი რეი მანაიმ ჰეთ-თრიქით გამოიჩინა, 1 გოლი კი ალექს კოლიადოს ანგარიშზეა.

პირველ ტაიმში "ბარსელონა" მინდორზე უფრო ძლიერი შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ტაბლოზე გოლებში ვერ გარდასახა. რონალდ კუმანის გუნდმა მატჩის 38-ე წუთზე რიცხვობრივი უპირატესობაც მოიპოვა. მსაჯმა რიკი პუჩზე უხეშობის შემდეგ წითელი ბარათი ალექს კვინტანილას უჩვენა. 

მეორე ტაიმში ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შემადგენლობა სრულად გამოცვალა და საბოლოოდ ამან შედეგიც მოიტანა.

მომდევნო შეხვედრას "ბარსელონა" 24 ივლისს, "ჟირონას" წინააღმდეგ გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ივლისი 2021 09:58
    1
    ეს ერთი და სხვა მრავალი, ერთი ის დრო დააბრუნა, ეჭვი რო არ გვქონდა ხოლმე მოგებაზე.