ბარსელონას შემადგენლობა ცნობილია

ბარსელონას შემადგენლობა ცნობილია

დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი "ბარსელონას" პრესეზონის პირველ მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც კატალონიური გრანდი "ჟიმნასტიკს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრისთვის "ბლაუგრანას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

ნეტუ; დესტი, პიკე, უმტიტი, ბალდე; ს. რობერტო, პიანიჩი, პუჩი; დემირი, ესკობარი, პეკე პოლო.

როგორც ხედავთ, სასტარტო თერთმეტეული საკმაოდ გადახალისებულია, თუმცა აღსანიშნავია იუსუფ დემირის გამოჩენა, რომელიც "ბარსამ" ცოტა ხნის წინ ვენის "რაპიდიდან" იჯარით აიყვანა. ასევე, ძირითადშია ალეხანდრო ბალდე, რომელიც, შესაძლოა, მომავალ სეზონში ჟორდი ალბას დუბლიორად ვიხილოთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ივლისი 2021 10:21
    0
    კარგი იყო, ცოტა ადრე რო მოეთავებინათ უკეთესი იქნებოდა.
    Culé [?]
    #1 21 ივლისი 2021 20:44
    0
    წარმატებები ბიჭებს. საინტერესო იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.