ოფიციალურად: 4 აგვისტოს ბარსა ზალცბურგს დაუპირისპირდება

ოფიციალურად: 4 აგვისტოს ბარსა ზალცბურგს დაუპირისპირდება

4 აგვისტოს, "ბარსელონა" კიდევ ერთი ამხანაგურ შეხვედრას, ამჯერად "რედ ბულ ზალცბურგის" წინააღმდეგ, გამართავს.

კლუბის ცნობით, შეხვედრა ავსტრიაში, "რედ ბულ არენაზე" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

"ზალცურგმა" ავსტრიის ბუნდესლიგის უკანასკნელი 8 გათამაშებიდან, 8-ვე მოიგო. გასულ სეზონში, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში კი მომავალ ჩემპიონ "ვილიარეალთან" დამარცხდა.

პრესეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას "ბარსელონა" დღეს, "ჟიმნასტიკის" წინააღმდეგ გამართავს, რასაც "ჟირონასთან" (24 ივლისი) და "შტუტგარტთან" (31 ივლისი) მატჩები მოჰყვება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივლისი 2021 16:45
    0
    სილკები როგორც ყოველთვის არ გვაქვს ხომ?
    Culé [?]
    #1 21 ივლისი 2021 15:58
    0
    ეეჰ თავის დროზე ბრაიტვაიტის მოყვანას ჰოლანდი უნდა გვეყიდა აქედან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.