ბარსელონა-ჟიმნასტიკი: განაცხადი ცნობილია

ბარსელონა-ჟიმნასტიკი: განაცხადი ცნობილია

დღეს, "ჟიმნასტიკთან" გასამართი ამხანაგური მატჩისთვის, "ბარსელონას" განაცხადი ცნობილია.

რონალდ კუმანმა განაცხადში 23 მოთამაშე შეიყვანა, მათი უმრავლესობა "ბარსა B-ს" ფეხბურთელია. პირველი გუნდიდან მოედანზე შემდეგ ფეხბურთელებს ვიხილავთ: ნეტუ, დესტი, პიკე, რობერტო, უმტიტი, პიანიჩი და პუჩი.

ესპანური მედია ვარაუდობდა, რომ განაცხადში ვიხილავდით ნიკო გონსალესსაც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კუჭზე არსებული მცირე პრობლემის გამო, იგი თამაშს ვერ შეძლებს.

ასევე, სერჟი რობერტომ გასული სეზონის ბოლოს მიღებული დაზიანება მოიშუშა და ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.

სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარე: ნეტუ, პენია, ტენასი.

მცველი: დესტი, პიკე, რობერტო, უმტიტი, რამოს მინგო, კომასი, ბალდე, გომესი, ნ'დიაიე.

ნახევარმცველი: პიანიჩი, პუჩი, დემირი, კოლიადო, გავი, პერეირა.

თავდამსხმელი: ესკობარი, პოლო, მანაი, აბე, მორტიმერი.

"იოჰან კრუიფზე" მატჩი, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Barca TV, Barca TV+ და ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 21 ივლისი 2021 16:46
    0
    ყურების შანსი არ არის?
    ფანი [?]
    #7 21 ივლისი 2021 15:00
    1
    ციტატა: Feel My Style
    პუჩი თუ აქაც არ დააყენა ძირითადში, დამთავრებულია მაგის ამბავი

    ამხანაგურში ძირითად არაძირითადს როდის ექცევა ყურადღება. მთავარია ათამაშოს
    ფანი [?]
    #6 21 ივლისი 2021 14:44
    1
    პუჩი თუ აქაც არ დააყენა ძირითადში, დამთავრებულია მაგის ამბავი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ივლისი 2021 14:25
    1
    ყურება შეიძლება სადმე?! ახალაგაზრდები მაინტერესებს რას იზამენ
    Culé [?]
    #4 21 ივლისი 2021 14:11
    1
    ყველაზე მეტად მაინტერესებს ბალდე, კოლადო, რამოსი და დემირი. აი ამათ თუ ითამაშეს კარგად ძაან გამიხარდება💜 ლინკები იქნება იმედია😃
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივლისი 2021 14:10
    0
    პენია
    დესტი პიკე უმტიტი ბალდე
    პიანიჩი ნიკო პუჩი
    კოლადო მანაი დემირი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 21 ივლისი 2021 14:07
    1
    აბა გონსალესი იქნებაო განაცხადშიც არაა ალბათ ტრავმააქ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივლისი 2021 14:01
    2
    ნიკო გონსალესი სადაა თქვენი დედა......იმედია გამორჩათ დაწერის დროს და ისე არის განაცხადში.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid