ლეგენდების ელ კლასიკო რეალის გამარჯვებით დასრულდა

ლეგენდების ელ კლასიკო რეალის გამარჯვებით დასრულდა

რამდენიმე წუთის წინ, ისრაელში "ბარსელონასა" და "რეალის" ლეგენდების მონაწილეობით გამართული ამხანაგური შეხვედრა "ბლანკოსის" გამარჯვებით, ანგარიშით 3-2, დასრულდა.

ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც რონალდინიომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმის სტარტზე პედრო მუნიტისმა და ალფონსო პერესმა "რეალი" დააწინაურეს. მე-60 წუთზე წონასწორობა, რივალდოს პასით, ჟოფრე მატეუმ აღადგინა.

70-ე წუთზე მატჩის გადამწყვეტი გოლი გავიდა - "ბლაუგრანას" კარის აღება რუბენ დე ლა რედმა შეძლო.

ლეგენდებმა ორი 40-წუთიანი ტაიმი ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ტრიბუნებზე მყოფი "ბარსას" გულშემატკივარი ლუიშ ფიგუს მიერ ბურთის მიღებას სტვენით ხვდებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ივლისი 2021 16:57
    0
    ყოჩაღ იმ გულშემატკივარს, ფიგუს რო უსტვენდა.
    KMB
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 ივლისი 2021 14:20
    0
    ციტატა: Johan cruyff13
    ალფონსო პერესმა რეალში ისე რა პონტში ითამაშა, არცერთი თამაში არ აქვს რეალში ნათამაშები, როცა ბარსაში ორი სეზონი გაატარა,ეს ისე ობიექტურობისთვის თორე მთლიანობაში ძალიან ნაკლებმნიშვნელოვანია ჩემთვის სად ითამაშებდა პერესი ვეტერანთა მატჩში

    4 სეზონი ითამაშა რეალში, სადღაც 110 მატჩამდე აქვს ნათამაშები
    Culé [?]
    #3 21 ივლისი 2021 10:45
    0
    ალფონსო პერესმა რეალში ისე რა პონტში ითამაშა, არცერთი თამაში არ აქვს რეალში ნათამაშები, როცა ბარსაში ორი სეზონი გაატარა,ეს ისე ობიექტურობისთვის თორე მთლიანობაში ძალიან ნაკლებმნიშვნელოვანია ჩემთვის სად ითამაშებდა პერესი ვეტერანთა მატჩში
    --------------------
    "მე ბედნიერი ვარ რომ ვთამაშობდი ისე როგორც ლეო მესი"
    დიეგო არმანდო მარადონა
    Culé [?]
    #2 21 ივლისი 2021 09:11
    0
    ფიგუს დ#&@ს შევაფსი სახეში!!!!
    Culé [?]
    #1 21 ივლისი 2021 01:19
    0
    ფიგუმ ერთ ბავშვს მაისური ძალით შეტენა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.