ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის

ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდამ, ლიონელ მესიმ, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნონა გაფრინდაშვილს თავისი მაისური გამოუგზავნა.

ახლა კი, "პირველი არხის" ინფორმაციით, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე არგენტინელ ვარსკვლავს საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის, რაშიც მას კომპანია "ზარაფხანა" დაეხმარა.

როგორც ზემოაღნიშნული წყარო იტყობინება, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც ლეოსთვის დამზადებული საჩუქარი - მოოქროვილი ფიგურებისგან შემდგარი სამეფო ჭადრაკი - წარადგინეს.

"პირველი არხის" ცნობით, ეს საჩუქარი სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რითაც ქალბატონი ნონა "ლა პულგას" კოპა ამერიკის მოგებას მიულოცავს.

ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავად საუბრობს:

მესის მაისურის მიღებისთანავე ვფიქრობდი, თუ საპასუხოდ რა მეჩუქებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კოპა ამერიკის მოგებას შეძლებდა და ამის განსაკუთრებულად მილოცვა მსურდა. სწორედ ამ დროს, "ზარაფხანა" დამიკავშირდა და მაუწყა, რომ მოოქროვილი ჭადრაკის დამზადებას აპირებდა, რაც ჩემთვის სიურპირიზი აღმოჩნდა
ეს იქნება არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი საქართველოს საჩუქარი - ქვეყნის, სადაც 2015 წელს სუპერ თასზე ითამაშა და სადაც ქომაგების სკანდირებდნენ: "მესი! "ბარსა"! ვფიქრობ, ეს საჩუქარი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 21 ივლისი 2021 18:52
    0
    უძახე ეხლა ზარაფხანა..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 21 ივლისი 2021 17:00
    0
    და მეფე დედოფალს ბრილიანტები არა აქვთ გვირგვინებში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 ივლისი 2021 01:37
    2
    აუ რა მაგარი ჭადრაკია ოქროსი ნუ იქნება მასეთი დიზაინის მაჩუქეთ მეც 😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 21 ივლისი 2021 00:10
    7
    კაცმა ერთი მაისური აიღო და მარკერით ხელი მოაწერა, ესენი კიდე საპასუხოდ მოოქროვებულ ჭადრაკის დაფას უგზავნიან😃 კი მესმის ლეოზე დიდი სპორტსმენი არ არსებობს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გაიგიჟო თავი და ოქროები გაუგზავნო, სხვანაირადაც შეიძლებოდა სამადლობელი საჩუქრის მოფიქრება, რომელიც უფრო მეტად სიმბოლური იქნებოდა ვიდრე ძვირადღირებული. ბოლოს, ვის აკვირვებთ ოქროთი კაცი ოქროს ბურთებს ოქროს ბუცებით ხეთქავს🤣🤣🤣🤣
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #7 20 ივლისი 2021 22:58
    5
    ციტატა: La Pulga10
    განდილა მატეომ არ დაალომბარდოს

    საღოლ ძმაოო🤣🤣🤣🤣🤣
    ფანი [?]
    #6 20 ივლისი 2021 22:46
    1
    ციტატა: Milkshake
    ციტატა: Joakim Brodén
    მაინც ვერ გავიგე ეგ როგორაა

    ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა, კომუნიკაციის პრობლემა, შეზღუდული ინტერესები და ა.შ. ეს ძაან ზოგადად თორემ აუტიზმს ძალიან დიდი სპექტრი აქვს. და ბევრი გენიოსიც ყოფილა აუტისტი და გონებრივ შესაძლებლობებში არავის არ ჩამოუვარდებოდნენ, თუ არ აღემატებოდნენ კიდეც.

    მადლობა
    გულშემატკივარი [?]
    #5 20 ივლისი 2021 22:42
    3
    ციტატა: La Pulga10
    განდილა მატეომ არ დაალომბარდოს

    Cvetshi sagol
    😅😈❤️
    ფანი [?]
    #4 20 ივლისი 2021 22:37
    1
    ციტატა: Milkshake
    ციტატა: Joakim Brodén
    თამაში არ ეცოდინება, ციციმ აუტისტიაო, მაგრამ არაუშავს, სტენკაზე გამოდებს

    აუტისტი არ ნიშნავს, რომ გონებრივად ჩამორჩენილია ადამიანი.

    მაინც ვერ გავიგე ეგ როგორაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივლისი 2021 22:11
    1
    ციტატა: La Pulga10
    განდილა მატეომ არ დაალომბარდოს

    😂😂😂
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ივლისი 2021 22:06
    15
    განდილა მატეომ არ დაალომბარდოს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 20 ივლისი 2021 21:58
    3
    თამაში არ ეცოდინება, ციციმ აუტისტიაო, მაგრამ არაუშავს, სტენკაზე გამოდებს