ივან რაკიტიჩი: 2019 წელს რონალდუმ იუვენტუსში გადასვლა შემომთავაზა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ივან რაკიტიჩი, ხორვატულ მედიასთან საუბარში 2019 წელს იხსენებს, როდესაც მისი შეძენით ტურინის "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული.
33 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ იტალიური კლუბი "ბარსელონას" სატრანსფერო თანხის ოდენობაზე ვერ შეუთანხმდა.
2019 წლის ზაფხულში, კრიშტიანუმ პირადად დამირეკა და "იუვენტუსში" გადასვლა შემომთავაზა. მან მითხრა, რომ კლუბს ჩემი გადაბირება სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან "ბარსელონამ" 50 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც ძალიან ბევრი იყო.
- თქვა მან 24sata-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, "ბარსელონამ" ხორვატი "სევილიაში", 1.5 მილიონ ევროდ, გაუშვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]