ბაიერნი სერჟი რობერტოს გადაბირებით ინტერესდება

ბაიერნი სერჟი რობერტოს გადაბირებით ინტერესდება

"ბარსელონას" 29 წლის უნივერსალის, სერჟი რობერტოს კატალონიური მომავალი, ჯერჯერობით, ბუნდოვანია.

ახლა კი, Goal España-სა და Spox-ის ინფორმაციით, გამოცდილი ფეხბურთელის თაობაზე ესპანელის აგენტს მიუნხენის "ბაიერნი" დაუკავშირდა.

აგრეთვე, ზემოხსენებული წყაროები დასძენენ, რომ 2019 წელს, ფილიპე კოუტინიოს "რეკორდმაისტერში" იჯარით გადასვლის შემდეგ, გერმანულ კლუბსა და "ბლაუგრანას" შორის კარგი ურთიერთობაა.

რობერტოს ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წელს იწურება და უცნობია, გუნდი ხელშეკრულების გახანგრძლივებას გადაწყვეტს თუ არა.


შესაძლოა, მარჯვენა დაცვაში სიტუაციის დასტაბილურების (დესტისა და ემერსონის შეძენა), ნახევარდაცვაში კონკურენციის არსებობისა და მაღალი ხელფასის გამო, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სერჟის გაშვება ამჯობინონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 ივლისი 2021 17:05
    0
    ბაიერნში ეს არ წავა, უფრო "დასტოინი" გუნდი უნდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ივლისი 2021 00:47
    0
    ვის რად უნდა ეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ივლისი 2021 20:37
    1
    ვაიმე წაიყვანეთ რაა გთხოვთ მოგვაშორეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #3 20 ივლისი 2021 20:11
    0
    ლეგენდების თამაშს სად ვუყურო?
    Culé [?]
    #2 20 ივლისი 2021 19:57
    2
    წაიყვანეთ!!! ისე რა კარგი ურთიერთობა ამოგვტენეს ტიპებმა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 20 ივლისი 2021 19:52
    3
    გთხოოოოვთ წაიღეთ,გთხოოოვთ!!!
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid