ბარსელონამ და ალეხანდრო ბალდემ შეთანხმებას მიაღწიეს - MD

ბარსელონამ და ალეხანდრო ბალდემ შეთანხმებას მიაღწიეს - MD

"ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მარცხენა მცველი ალეხანდრო ბალდე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, 17 წლის იმედისმომცემი ფეხბურთელი ხუთშაბათს ხელშეკრულებას 2024 წლამდე გაახანგრძლივებს. მხარეებმა შეთანხმებას გასულ კვირაში მიაღწიეს, რაშიც დიდი როლი ბალდეს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ითამაშა.

MD-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ბალდეს ხელფასის ოდენობა შეიცვალა.

ალეხანდრო ბალდე პრესეზონს პირველ გუნდთან ერთად ატარებს. ივარაუდება, რომ იგი ჟუნიორ ფირპოს წასვლის შემდეგ მომდევნო სეზონში რონალდ კუმანის გუნდში სათამაშო დროს მიიღებს.

ცნობისთვის, ბალდეს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივლისი 2021 17:18
    0
    იქნება და გაამართლოს.
    ფანი [?]
    #2 20 ივლისი 2021 14:37
    0
    მაგარი ბიჭ ჩანს ყველას ეიმედება ვნახოთ რას იზამს წელს
    ფანი [?]
    #1 20 ივლისი 2021 14:10
    0
    კვარა პირველ ადგილზეა გამოკითხვაში golden boys რაც ძალიან კარგია,მაგრამ შემდეგ რას იზამს ესაა საკითხავი