მიმდინარე კვირაში ვარჯიშს კიდევ ხუთი ფეხბურთელი განაახლებს

მიმდინარე კვირაში ვარჯიშს კიდევ ხუთი ფეხბურთელი განაახლებს

პრე-სეზონი ახლოვდება და "ბარსელონას" ფეხბურთელები ვარჯიშს უბრუნდებიან.

Diario AS-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში სავარჯიშო სესიას კიდევ ხუთი ფეხბურთელი შეუერთდება. ესენი არიან: ფრენკი დე იონგი, ანტუან გრიზმანი, რონალდ არაუხო, კლემან ლანგლე და ახალწვეული მემფის დეპაი, რომელიც ხუთშაბათს პრეზენტაციას გაივლის.

ჩამოთვილ მოთამაშეებს შორის გრიზმანი და ლანგლე წასვლის კანდიდატები არიან და შესაძლოა, მათ კლუბში ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში ჩაატარონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ივლისი 2021 18:40
    1
    რა ვიცი ჩვენ რო ბედი გვაქვს ალბათ გრიზმანი წავა და ლანგლე შეგვეტენება.