პიანიჩის აგენტი მილანში გაემგზავრება

პიანიჩის აგენტი მილანში გაემგზავრება

ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის აგენტი უახლოეს დღეებში მილანში გაემგზავრება, სადაც "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციას Calcio Mercato-ზე დაყრდნობით კატალონიური Sport ავრცელებს. 

პიანიჩი უკვე დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში "ბარსელონაში" აღარ ითამაშებს და ცდილობს, კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი მალე შეარჩიოს. 

"ინტერი" მესამე იტალიური კლუბია, რომელიც ტრანსფერის სავარაუდო მსურველთა შორის სახელდება. "რომამ" ტრანსფერზე უარი თქვა, "იუვენტუსი" კი გარიგების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. 

სერია ა-ს გარდა, პიანიჩი პრემიერ ლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბების ვარიანტებს განიხილავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 18 ივლისი 2021 23:37
    0
    ეჰ ლაუტაროს არ მოგვცემენ თორე ჰმ
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 ივლისი 2021 17:20
    0
    ე ბიჭო შკრინიარში გაუცვალეთ ორმაგად ვიხეირებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 18 ივლისი 2021 16:08
    2
    რა დამართა ბართემოემ კლუბს პროსტა გასაოცარია რაა.... და ეს ღორი ფეხბურთელებიც გაგდებენ გუნდიდან წადიი და ხელფასი დაიკელი შეეე ღოროო ხო ხედავ არავის უნდიხარ ამ ხელფასით...თურმე ფეხბუეთელებიც რა დონეზე საზიზღარი ხალხი ყოფილა ურჩევნიათ ხეხონ სკამი არ ითამაშონ და ხელფასით დაკმოყოფილდნენ ფუუფ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 ივლისი 2021 15:58
    2
    ეს მაინც როგორ ვერ უნდა გავყიდოთ ტიპი კლასნი ნახ. მცველია ამხელა გამოცდილებით რა ჭირი გვჭირს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 ივლისი 2021 15:14
    1
    ინტერს გავუცვალოთ ვინმეში
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 18 ივლისი 2021 15:12
    4
    ზოგიერთი გუნდი იმაზე ნერვიულობს როგორ გადმოიბიროს ფეხბურთელები და ჩვენ იმაზე ვნერვიულობთ როგორ გავყიდოთ. ყველაფერი დამართა ბართომეუმ ბარსას რაც კი შეიძლებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ივლისი 2021 14:56
    2
    ამ ხელფასით არავინ არ წაიყვანს და ხელფასის დაკლება ამათ არ უნდათ.