იუვენტუსს არტური-პიანიჩის გაცვლა კიდევ ერთხელ სურდა

La Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, "იუვენტუსმა" "ბარსელონას" არტური-პიანიჩის გაცვლა კიდევ ერთხელ შესთავაზა, მაგრამ კატალონიელებმა ბრაზილიელის დაბრუნებაზე უმალ უარი განაცხადეს.
"ბარსა" სახელფასო ფონდის შესამსუბუქებლად ფეხბურთელების გასხვისებას აქტიურად ცდილობს, თუმცა მირალემ პიანიჩის წასვლა ისედაც პროგნოზირებადი იყო.
მირალემის მომავალი გუნდი, დიდი ალბათობით, სერია ა-ს წარმომადგენელი იქნება. ბოსნიელის მიმართ ინტერესს ასევე "რომაც" იჩენს. თავად ბოსნიელს კი წასვლა საფრანგეთში ან ინგლისში სურს.
პიანიჩმა გასულ სეზონში "ბარსას" მაისურით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სათამაშოდ რონალდ კუმანისაგან მას უმეტესად ლიმიტირებული დრო ეძლეოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]