ჟოზე მოურინიოს უარი "ბარსელონას"

ჟოზე მოურინიოს უარი "ბარსელონას"

ბრაზილიელი არტურის სანაცვლოდ შეძენილი მირალემ პიანიჩი "ბარსელონას" გეგმებში უკვე აღარ შედის. ბოსნიელმა ნახევარმცველმა შემადგენლობაში თავის გამოჩენა ვერ შეძლო, მისი ხელფასი კი საკმაოდ მაღალია და კლუბის ხელმძღვანელებისთვის ეს 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენების საფუძველი გახდა. 

ესპანური Marca პიანიჩის ამჟამინდელ სატრანსფერო მდგომარეობაზე წერს. 

მირალემისთვის კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტად ტურინის "იუვენტუსი" იყო მიჩნეული, სადაც ის "ბარსელონაში" გადმოსვლამდე თამაშობდა, მაგრამ იტალიელები ინტერესს აღარ გამოხატავენ. 

განიხილებოდა "რომას" ვარიანტიც, რომელიც ასევე პიანიჩის ყოფილი კლუბია, თუმცა, წყაროს ცნობით, თავდაპირველი ინტერესის მიუხედავად გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ტრანსფერზე უარს ამბობს. მიზეზი ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. 

პიანიჩი წლიურად 15 მილიონ ევროს იღებს, მისი ტრანსფერის ღირებულება კი 45 მილიონი ევროა. "ბარსელონაში" ესმით, რომ ამ პირობების დაკმაყოფილების მოლოდინი არც ისე რეალურია, ამიტომ ცდილობენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომელიმე კლუბთან იჯარა შეათანხმონ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ივლისი 2021 17:41
    0
    მაურინიოს ვაფშე რატო შესთავაზეს? ბარსად ეგ მესის წამყვანიც არაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ივლისი 2021 13:31
    1
    მოურინიო რო უარს იტყოდა, სულაც მომგებიან პირობებზე ბარსას წინააღმდეგ ხო იასნია. რაც მაგას ბარსამ დამართა რეალში, აქამდე ცოცხალი როგორ არის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ივლისი 2021 12:58
    1
    აი მაღალი ხელფასები როგორ გვიშლის ხელს ფეხბურთელების გაყიდვაში. ბართო დასახვრეტია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.