ერიკ გარსიას ინტერვიუ ოლიმპიადის წინ

ერიკ გარსიას ინტერვიუ ოლიმპიადის წინ

ერიკ გარსია პედრისთან ერთად კიდევ ერთი "ბლაუგრანელია", რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დახმარება ოლიმპიადაზეც უნდა გაუწიოს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 6 დღით ადრე გარსიამ Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მოახლოებულ სანაკრებო ფორუმზე და ახალ საკლუბო სეზონზეც ისაუბრა:

"ჩვენთვის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა დიდი პატივია."
"დაწყებას მოუთმენლად ველით. ვიცით, რომ ყველაფერი მარტივად არ იქნება, მაგრამ საქმე რომ უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს, ეს ფაქტია."
"იმედი მაქვს, განსაკუთრებულ კოლექტივს შევქმნით. ვარჯიშებზე ფეხბურთელების დონე აშკარად გამოსარჩევია და ვფიქრობ, ეს იქამდე მიღწევაში დაგვეხმარება, რაც წინასწარ მიზნად დასახული გვაქვს."
"ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი გამოცდილება მივიღე. თანაგუნდელებთან ერთად ცხოვრება და მათთან ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ძალიან კარგი იყო თავდაპირველად ამაზე შედეგები ვერ მეტყველებდა, მაგრამ მესამე თამაშიდან ყველაფერი გამოსწორდა."
"მანჩესტერ სიტიში" განსხვავებული წელი მას შემდეგ ჩავატარე, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახნაგრძლივებას აღარ ვაპირებდი. მიუხედავად ამ სირთულისა, ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო შემადგენლობაში თამაში მაინც მომიწია, რამაც ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალა. ეს ხომ ყოველი ფეხბურთელის ოცნებაა,"

ერიკ გარსია "ბარსამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით "მანჩესტერ სიტიდან" დაიმატა. "ქალაქელების რიგებში მან გასულ სეზონში მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ივლისი 2021 14:09
    0
    სხვათა შორის ევროს შემდეგ ამის ფასი ტრანსფერმარკეტზე 5 მილიონით გაიზარდა პედრისა 10-ით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ივლისი 2021 02:34
    1
    ესპანეთს განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობა ყავს, თუ გუნდების ოლიმპიურ განაცხადებს გადავხედავთ