საული ატლეტიკოდან წასვლაზე: გუნდიდან მაგდებენ
როგორც ჩანს, საულ ნიგესი "ატლეტიკოს" დატოვებით და "ბარსელონაში" შესაძლო გადმოსვლით დიდად გახარებული არაა. ეს დასკვნა ერთ-ერთ გულშემატკივართან მისი საუბრიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ.
El Desmarque-ს ცნობით, გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფების მიცემის დროს საულს ერთ-ერთმა ქომაგმა უთხრა: "ატლეტიკო" შენი სახლია, დარჩი." რაზეც საულის პასუხი ასეთი იყო: "გუნდიდან მაგდებენ, მეგობარო."
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საული ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ ის ანტუან გრიზმანის ტრანსფერში ჩაერთოს. ფრანგ თავდამსხმელს "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]