ბარსას იტალიიდან შემოთავაზებები აქვს

"ბარსელონას" ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს იტალიური კლუბები იწვევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსელონას" პიანიჩის იჯარით აყვანასთან დაკავშირებით "რომასგან", "ინტერისგან" და "იუვენტუსისგან" შემოთავაზებები აქვს, თუმცა ყველა მათგანი ბოსნიელ ფეხბურთელს ახლანდელთან შედარებით უფრო დაბალ ხელფასს სთავაზობს.
კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ბარსას" წამსვლელი მოთამაშეების ბედის გადაწყვეტა მაქსიმუმ მომდევნო კვირის ბოლომდე სურს, რათა სახელფასო ფონდი შეამსუბუქოს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ პიანიჩს მხოლოდ იტალიაში გადასვლა სურს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ 31 წლის შუახაზელს ამჟამინდელი ხელფასის შენარჩუნებაც უნდა.
პიანიჩი "ბლაუგრანას" გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა მან კატალონიურ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. მირალემმა "ბარსას" მაისურით მხოლოდ 30 მატჩი ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]