As: 31 ივლისს ბარსელონასა და შტუტგარტის ამხანაგური მატჩი გაიმართება

As: 31 ივლისს ბარსელონასა და შტუტგარტის ამხანაგური მატჩი გაიმართება

"ბარსელონამ" პრესეზონის კიდევ ორი შეხვედრა დაგეგმა, იტყობინება As.

"ჟიმნასტიკთან" (21 ივლისი) და "ჟირონასთან" (24 ივლისი) გასამართი ამხანაგური მატჩების შემდეგ, "ბარსა" კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს - 31 ივლისს, გერმანიაში "შტუტგარტთან", ხოლო 4 ივლისს კი - იერუსალიმში, ადგილობრივი "ბეითარის" წინააღმდეგ.

ლა ლიგის დაწყებამდე (15 აგვისტო), გუნდი ბოლო ამხანაგურ მატჩს 8 აგვისტოს, ჟოან გამპერის თასზე, "იუვენტუსის" წინააღმდეგ, გამართავს. ასევე, იგეგმება საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც მონაწილეობას "ბარსა" და "მანჩესტერ სიტი" მიიღებენ. ღონისძიების მიზანს ALS-ით (ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით) დაავადებულ ადამიანთა დახმარება წარმოადგენს.

"სიტისთან" თამაშის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის. იგი, სავარაუდოდ, აგვისტოს მიწურულს შედგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ივლისი 2021 12:21
    0
    ნეტავ მაყურებელს თუ დაუშვებენ და რამე სარგებელს მაინც თუ ვნახავთ ამ თამაშებით.
    Culé [?]
    #3 14 ივლისი 2021 12:00
    0
    იმედია ამ მატჩებამდე გასაგდებს გავაგდებთ, გასაცვლელს გავცვლით და მოსაყვანს მოვიყვანთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 14 ივლისი 2021 11:33
    0
    კაია დაბადების დღეს მომილოცავენ smile
    ფანი [?]
    #1 13 ივლისი 2021 23:07
    3
    იმედია მაგ დრომდე დაარეგისტრირებს ლაპორტა ფეხბურთელებს და ვნახავთ რისი თავი აქვთ.