გრიზმანის მანჩესტერ სიტიში გადმოსვლას მივესალმები - ფერან ტორესი

გრიზმანის მანჩესტერ სიტიში გადმოსვლას მივესალმები - ფერან ტორესი

ჯერჯერობით, უცნობია, კატალონიის "ბარსელონა" ანტუან გრიზმანის გუნდში დატოვებას გადაწყვეტს თუ მის გასხვისებას შეეცდება - გავრცელებული ცნობით, კლუბს სურს, ხელფასის შემცირების მიზნით, ფრანგი გაყიდოს.

ახლა კი, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში, "მანჩესტერ სიტის" შემტევი, ფერან ტორესი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც "ქალაქელები" 30 წლის მოთამაშის შეძენას გეგმავენ:

ანტუანის დონე და სტილი კარგად ვიცით. თუმცა, ამჟამად მას "ბარსასთან" კონტრაქტი აკავშირებს და ვნახავთ, რა მოხდება.
"სიტი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც ტიტულების მოსაგებად საუკეთესო ფეხბურთელების გაფორმება სურს. თუ ფრანგი ჩვენთან გადმოვა, კარგი იქნება, თუ არა - მუშაობას გავაგრძელებთ.

გრიზმანის მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც "ბლაუგრანაში" 2019 წლიდან ასპარეზობს, 2024 წლამდეა გათვლილი.

21 წლის ესპანელი კომენტარს ლეო მესიზეც აკეთებს:

ყველას მოგვეხსენება, რომ არგენტინელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა (თუ საუკეთესო არა). ვფიქრობ, "ლა პულგა" კარიერას კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით გააგრძელებს, მაგრამ, თუ ასე არ მოხდა, თავად უნდა გადაწყვიტოს, თავისთვის და თავისი ოჯახისთვის რა აჯობებს.

ამ მომენტისთვის 34 წლის ვარსკვლავი თავისუფალი აგენტია, თუმცა, როგორც არაერთი გამოცემა იტყობინება, ის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ივლისი 2021 12:51
    0
    ჩვენც მივესალმებით, წაიყვანეთ დროზე.