ალეხანდრო ბალდე ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ალეხანდრო ბალდე ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

"ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მარცხენა მცველი ალეხანდრო ბალდე კატალონიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

MD-ს ცნობით, "ბარსა" და ბალდე ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ. გუშინ კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელმაც პოზიტიურად ჩაიარა.

წყარო იტყობინება, რომ 17 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი კარგად მიმდინარეობს. თუ ყველაფერი სწორი მიმართულებით წარიმართა და რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ახალგაზრდა მოთამაშე თვის ბოლომდე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

ცნობისთვის, ბალდეს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივლისი 2021 17:17
    0
    ისე კარგად დააკვირდნენ, ამ ბოლო დროს ნამეტანი ღორი თაობა წამოვიდა ამ შავებში და ხვალ-ზეგ ამანაც არ მოითხოვოს მორიბასავით ხელფასის გაზრდა.
    Culé [?]
    #1 13 ივლისი 2021 15:28
    1
    wink persevere როგორ აფორმებენ ესენი ხელშეკრულებებს, როცა მესის ვერ გაუფორმებია?!