მანჩესტერ სიტი ანტუან გრიზმანით დაინტერესებას უარყოფს

მანჩესტერ სიტი ანტუან გრიზმანით დაინტერესებას უარყოფს

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის მომავალი, ჯერჯერობით, გაურკვეველია - გავრცელებული ცნობით, კლუბს მისი გაყიდვა სურს, ასევე განიხილება საულ ნიგესში გაცვლის ვარიანტიც.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, 30 წლის შემტევის შეძენას "მანჩესტერ სიტი" აპირებდა, რომელიც "ბარსას" მოთამაშეს ჰარი კეინის ალტერნატივად განიხილავდა.

ახლა კი, Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის თანახმად, "ქალაქელთა" ოფიციალური წყაროები "ანტოს" მიმართ ინტერესს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინგლისელები მის სანაცვლოდ მიმდინარე ზაფხულში შეთავაზების გაკეთებას არ გეგმავენ.

ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც "ბლაუგრანას" რიგებში 2019 წლიდან ირიცხება, ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივლისი 2021 17:52
    0
    ვის რა ჩემ ფეხებად უნდა, აგერ ბებერი ბენზემა მივიდა ნაკრებში და კი გააქრო საერთოდ შეტევიდან. ხოდა მცველად ვარბენინოთ 120 მილიონიანი "იგროკი"?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ივლისი 2021 22:21
    2
    გრიზმანი კი არა ის ორი უმაქნისი შავი ხორცის ნაჭრები მოაშორეთ გუნდიდან და მიაყოლეთ პიანიჩი კოუტინიო ბრაიტვაიტი და ლენგლე ამას თავი დაანებეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued