ინიაკი პენიას მომავალი გაურკვეველია - Sport

ინიაკი პენიას მომავალი გაურკვეველია - Sport

"ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მეკარის, ინიაკი პენიას მომავალი ბურუსითაა მოცული. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამ დროისთვის 22 წლის კარის დარაჯის მომავალი გაურკვეველია. იმედისმომცემმა მეკარემ "ბარსელონა ბ-ში" დაამტკიცა, რომ იგი კარიერაში უფრო დიდი გამოწვევებისთვის უკვე მზადაა.

Sport იტყობინება, რომ პენია "ბარსადან" წასვლას განიხილავს, თუ იგი კლუბისგან ნდობას არ იგრძნობს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ნეტუს წასვლის შემთხვევაში, რონალდ კუმანი გამოცდილი მეკარის გაფორმებას ისურვებდა. თუ ბრაზილიელი კიპერი დარჩება, ინიაკის პირველ გუნდში მოხვედრის შანსები შემცირდება.

"ბარსას" ტექნიკური გუნდის პოზიცია განსხვავებულია. ისინი პენიას ნდობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მისი დრო მოვიდა.

ინიაკი პენია "ბარსას" სკოლის აკადემიაში 2012 წლიდან ირიცხება. ესპანელი მეკარე ამჟამად "ბარსელონა ბ-ს" ღირსებას იცავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ივლისი 2021 12:59
    0
    იყოს ამან რა უნდა გააფუჭოს ზამენაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ივლისი 2021 18:46
    0
    არ გვაქ გამოხდილი კიპერის ფული და იყოს ეს პენია იქნება ახალი კასილასია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid