Sport: ბარსელონას არ სურს, რომ "სუარესის შეცდომა" გაიმეოროს

Sport: ბარსელონას არ სურს, რომ "სუარესის შეცდომა" გაიმეოროს

Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს ერთ ნაწილს არ სურს, რომ კლუბმა ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოში" გაუშვას.

"ბარსელონაში" თვლიან, რომ "სუარესის შეცდომის" კიდევ ერთხელ დაშვება და კონკურენტი გუნდის გაძლიერება დაუშვებელია, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ურუგვაელი "როხიბლანკოში" გადასვლისას 33 წლის იყო და მუხლის სერიოზული ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, თუმცა მადრიდული კლუბის ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი როლის თამაში მაინც შეძლო. გრიზმანი კი უფრო ახალგაზრდაა (30 წლის), კარგ ფიზიკურ ფორმაშია და "ატლეტიკოს" კარგად იცნობს.

გამომდინარე აქედან, ფრანგის სერია A-ში ან პრემიერ ლიგაში გაყიდვა უფრო მისაღებ ვარიანტად განიხილება. თავად ფეხბურთელისთვის, პრიორიტეტს "ატლეტიკოში" დაბრუნება წარმოადგენს.

"ბარსელონას" სურს, რომ გრიზმანის ტრანსფერი რაც შეიძლება დროულად განხორციელდეს, რათა კლუბმა ლეო მესისთან ახალი ხელშეკრულების დადება მალე შეძლოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ივლისი 2021 20:09
    0
    რათქმაუნდა შეცდომა იქნება ამის ატლეში გაშვება ისედაც საკმაოდ ძლიერია ატლეტიკო და გრიზმანის დამატებით ხო საერთოდ გაძლიერდება საულის მოყვანა თუ უნდა ბარსას სხვა ფეხბურთელი ჩართოს ბარტერში და გრიზმანია გაშვება თუ უნდა(ჯერ რატო უნდა უნდოდეს) სადმე სხვაგან გაუშვან რაღა ატლეტიკოს აძლიერებენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #4 12 ივლისი 2021 17:50
    1
    გრიზმანს რატო ყიდიან ვერ ვხვდები ვინ ყავთ ამის შემცვლელი დეპაი ეგარი და გაამართლა? ან აგუერო ვაფშე არ უთამაშია ტიპს და ბარსაში სასტარტოში იქნება ეგრევე? მაგრად უბერავენ ესენი
    Culé [?]
    #3 12 ივლისი 2021 14:26
    2
    კარგი რა, რაშედარებაა ))))
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #2 12 ივლისი 2021 13:58
    1
    უკეთეს როცა მოიყვანენ მაშინ გაუშვან...
    [?]
    #1 12 ივლისი 2021 13:55
    2
    თუ ესეთი მაგარია რას უშვებენ, კოუ პიანიჩი უმტიტის გაშვებაზე იმუშავონ სერიოზულად