ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 ივლისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 ივლისს მოხდა.

თამაშები

11 ივლისს "ბარსელონამ" 2 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა ორივე თამაში მოიგეს.

1968 წელი

"სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალ მადრიდსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართა ესპანეთის თასის ფინალი, რომელიც ისტორიაში შევიდა სახელწოდებით "ბოთლების ფინალი". კატალონიელებმა 1-0 მოიგეს, მადრიდელი გულშემატკივრები კი მთელი თამაშის განმავლობაში და დასრულების შემდეგაც მსაჯისა და "ბარსას" ფეხბურთელების მისამართით ბოთლებს ისროდნენ.

2010 წელი

ანდრეს ინიესტას ზუსტი დარტყმის წყალობით ჟერარ პიკე, კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ვიქტორ ვალდესი, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია და თავად ანდრეს ინიესტა მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

2014 წელი

"ბარსელონამ" და "ლივერპულმა" დაადასტურეს, რომ ლუის სუარესი ინგლისიდან სათამაშოდ ესპანეთში გადადიოდა.

2020 წელი

"ვალიადოლიდთან" სტუმრად 1-0 მოგება მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის ლა ლიგაში ჩატარებული 150-ე თამაში გამოდგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 11 ივლისი 2021 13:07
    1
    2021 წელი-სრულიად ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშემ კარიერაში პირველად მოიგო სანაკრებო ტიტული❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"