გარსია პიმიენტას გამოსამშვიდობებელი წერილი

გარსია პიმიენტას გამოსამშვიდობებელი წერილი

"ბარსა ბ-ს" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ გარსია პიმიენტამ პირველი განცხადება საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

მან კატალონიურ კლუბს მადლობა გადაუხადა და მომავალში დაბრუნების იმედიც დაიტოვა.

"ბარსა" ჩემი ცხოვრება იყო და არის. დავიწყე 12 წლისამ და ვტოვებ 46-ის. 11 წელი ახალგაზრდულიდან პირველ გუნდამდე ფეხბურთელობის პერიოდი იყო, 17 წელი კი მესის, პიკეს, სესკის დროიდან კოლიადოს, მინგესასა და ნიკოს "ბარსა ბ-მდე"  მწვრთნელობა გაგრძელდა."
"დიდი დრო გავიდა, პირველ გუნდში დაწინაურების იმედით ჩემს ხელში ბევრმა ახალგაზრდამ გაიარა, გამოვიცვალეთ შტაბის ბევრი წევრი, იყო უამრავი თამაში და უამრავი დაბრკოლება."
"ბარსამ" მე ყველაფერი მომანიჭა. გამზარდა და ჩამომაყალიბა პიროვნებად, მოთამაშედ და ბოლოს უკვე მწვრთნელად. მჯერა, რომ კლუბის ასეთი მოდელი უბრალოდ უნიკალურია."
"მე მივდივარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დავბრუნდები. მადლობა ყველაფრისათვის, "ბარსა"! მადლობა ყველაფრისათვის, "კულეებო"! ვისკა "ბარსა!"

გარსია პიმიენტა "ბარსელონა ბ-ს" 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა. ამ თანამდებობაზე ის სერჟი ბარჟუანმა ჩაანაცვლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #2 11 ივლისი 2021 04:53
    0
    ნიკო რომელი ფეხბურთელია?
    ფანი [?]
    #1 11 ივლისი 2021 00:15
    0
    🚨 BREAKING: ჩელსიმ ერლინგ ჰოლანდთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დარჩენილია რაიოლასთან (აგენტის) საკომისიოზე შეთანხმება ‼️‼️

    🟡 დორტმუნდი ფეხბურთელის გაყიდვას ისევ არ აპირებს, თუმცა 31 აგვისტომდე დიდი დროა და სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს 👀

    💰 სატრანსფერო ფასი: €170-175 მილიონი

    #POSTVტრანსფერები