ბარსელონას ფეხბურთელებმა PCR ტესტი ჩაიტარეს

ბარსელონას ფეხბურთელებმა PCR ტესტი ჩაიტარეს

დღეს კატალონიის "ბარსელონამ" წინასასეზონო მზადება დაიწყო - სიუტატ ესპორტივაზე რონალდ კუმანი რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად გამოცხადდა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ორშაბათს დაგეგმილ ვარჯიშამდე, მოთამაშეებმა სისხლის ანალიზი აიღეს და PCR ტესტი ჩაიტარეს.

აგრეთვე, ხვალ, 11 ფეხბურთელისთვის, რომლებიც სანაკრებო ტურნირებზე არ ასპარეზობდნენ (ან გამოვარდნენ), ფიზიკური ტესტი და სამედიცინო შემოწმებაა დაგეგმილი - ესენია: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი*, სერჟინიო დესტი, ჟერარ პიკე, მირალემ პიანიჩი, უსმან დემბელე*, რიკი პუჩი, ნეტუ მურარა, ფილიპე კოუტინიო*, სერჟი რობერტო, ანსუ ფატი* და სამუელ უმტიტი (*სამედიცინო შემოწმების გარეშე).

როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, მათ ახალგაზრდული გუნდებიდან კიდევ 10 ფეხბურთელი შეუერთდება: მონჩუ, ილიასი, ჟავი, კომასი, რამოს მინგო, ნიკო გონსალესი, არნაუ ტენასი, ალექს კოლიადო, ინიაკი პენია და იუსუფ დემირი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 10 ივლისი 2021 17:07
    0
    მონჩუ კიდე ჩვენი ფეხბურთელია??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.