ჟორდი კრუიფის ინტერვიუ Marca-სთან

ჟორდი კრუიფის ინტერვიუ Marca-სთან

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ჟორდი კრუიფმა მადრიდულ გამოცემა Marca-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

ევროპის ჩემპიონატის საყურებლად რაც შეიძლება ბევრს ვმოგზაურობდი, აქტიურად ვუცქერდი მატჩებს ტელევიზორიდანაც. ფეხბურთთან დაკავშირებულ ბევრს ადამიანს შევხვდი და დიდი ხნის შემდეგ კონტაქტები გავააქტიურე. თუმცა ამას საკუთარი სურვილით ვაკეთებდი და არა სამსახურეობრივი მოვალეობის გამო. "ბარსელონაში" მუშაობას აგვისტოდან ვიწყებ.
პედრი? როდესაც ახალგაზრდა ხარ, იმაზე არ ფიქრობ, რაზეც 25 ან 30 წლის ასაკში ფიქრობ. ამ ასაკში ის ზეწოლის გარეშე თამაშობს, რაც საშუალებას აძლევს, უფრო თავისუფლად იმოქმედოს, ზედმეტი დატვირთვის გარეშე. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, შესანიშნავია და ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. პედრი ძალიან ახალგაზრდაა და ცხადია, რაღაცები გასაუმჯობესებელი აქვს, თუმცა, თუ იმ გზას გაჰყვება, რომელზეც დგას, შეუძლია, საკუთარი ერა შექმნას, კლუბში, ნაკრებში და ევროპულ საფეხბურთო დონეზე.
უნდა წავიდეს თუ არა პედრი ოლიმპიადაზე? როდესაც 18 წლის ხარ, დასვენებაზე არ ფიქრობ. შენ მხოლოდ იმ ოცნებებით სიამოვნებაზე ხარ კონცენტრირებული, რომლებიც უკვე 6 წლის ასაკში გქონდა, როდესაც პლასტიკური ბურთით თამაშობდი, ნათურას ამტვრევდი და სანაცვლოდ მშობლებისგან რისხვას იღებდი. ეს ბავშვის ოცნებაა, რომლის ასრულებასაც პედრი "ბარსაში" ჩატარებული სეზონისა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ცდილობს. მიუხედავად ამისა, კლუბის პოზიციასაც ვიზიარებ, რომელსაც სურს, რომ ფეხბურთელი დაასვენოს და ტრავმის საფრთხე აარიდოს, რადგან უჩვეულოა, რომ მოთამაშეებს შვებულება არ აქვთ, ან ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ემთხვევა. 
რა როლი მექნება "ბარსაში"? მე ძალიან ბევრი მიმოგზაურია და სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა როლი მაქვს მორგებული. მწვრთნელებთან მუშაობის კარგი გამოცდილება მაქვს. მრავალი სახის მოლაპარაკებებში მიმიღია მონაწილეობა, საიდანაც ბევრი ვისწავლე. ტრანსფერებსა და სპორტული სტრუქტურის ფორმირებაზეც ვყოფილვარ პასუხისმგებელი. ასევე, მწვრთნელიც გახლდით. გუნდშიც სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ყველაფერში დავეხმარო, რაც საჭირო იქნება. 
შემეძლო თუ არა "ბარსელონაში" უფრო ადრე მოსვლა? ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში გუნდიდან მუდმივად მქონდა შემოთავაზებები, თუმცა მაშინ სხვა კლუბებთან კონტრაქტი მაკავშირებდა და მინდოდა, სწორი ვყოფილიყავი.
კუმანის შეცვლა? მსგავსი რამ აზრი თავში არასდროს მომსვლია. ეს რომ ჩემი სურვილი ყოფილიყო, შემოთავაზებას მანამდეც დავთანხმდებოდი, თუმცა, როგორც ვთქვი, ეს ჩემი გეგმის ნაწილი არ ყოფილა. რონალდს დაახლოებით 30 წელია, ვიცნობ და მან იცის, რომ ჩემი სახით გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც მას დაეხმარება. არა მგონია, მწვრთნელად ჩემს დანიშვნაზე ლაპორტას ეფიქრა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არასწორად მიმაჩნია, მე კი ჩემი პრინციპები მაქვს.
კუმანის მუშაობა გასულ სეზონში? პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ინსტიტუციური სტაბილურობის არარსებობა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა: ეკონომიკური პრობლემები, პანდემია, დროებითი ხელმძღვანელობა, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებას ხელს უშლიდა. ეს იყო ძალიან არასტაბილური სიტუაცია, რომელშიც რონალდი ერთადერთი ხილული ხელმძღვანელი გახლდათ. 
რას იზამდა მამაჩემი ამ მდგომარეობაში? ამის დადგენა ძალიან რთულია. ის ახალგაზრდებს ყოველთვის ენდობოდა, თუმცა გამოცდილ, გამოუცდელ და საშუალო ასაკის ფეხბურთელებს შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია. ბევრმა ახალგაზრდამ, რომლებიც შარშან "ბარსას" შემადგენლობაში თამაშობდნენ, დიდი ნახტომი გააკეთეს. როცა მეორე დივიზიონში ასპარეზობ, მედიის ზეწოლასა და 25 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით თამაშს მიჩვეული ხარ, თუმცა ზოგიერთ მათგანს ამის საშუალება არ ჰქონდა. რეალურად, ნახტომი ძალიან დიდი იყო და ეს ნორმალური სურათი არ არის. პირველ გუნდში მოსახვედრად გარკვეული პროცესების დასრულებაა საჭირო. შარშან კი ფეხბურთელთა ნაწილმა ისინი გამოტოვა.
ვარ თუ არა გუნდის ფილოსოფიის დამცველი? გასულ სეზონში სისტემა შეიცვალა, თუმცა ეს არა სიამოვნებისგან, არამედ აუცილებლობისგან იყო გამოწვეული. თუ ზოგიერთ ასპექტში ბალანსის ნაკლებობაა, მწვრთნელმა გამოსავალი უნდა მოძებნოს. არ ვიცი, არის თუ არა სიტყვა "დამცველი" შესაბამისი, თუმცა მე აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა. სწორედ ამიტომ მაქვს მოკლევადიანი კონტრაქტი. შორეულ პერსპექტივებზე ზრუნვა ჩემი ვალდებულება არაა. 
მესის კონტრაქტი? გარედან აზრის დაფიქსირება რთულია, მე გუნდს არ შევერთებივარ. თუმცა ესპანური ფეხბურთის წესები ნათელია, ლეოს შესანარჩუნებლად დიდი შრომაა საჭირო. დადებითი მხარე ისაა, რომ მას სხვა გუნდთან არ გაუფორმებია ხელშეკრულება, რაც აჩვენებს, რომ დარჩენის სურვილი რეალურია. იმედია, ასეც მოხდება.
როდის იქნება "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი? ისეთ გუნდებს, როგორიც "ბარსელონაა", დასვენების წლები არ აქვთ. აქ ზეწოლა ყოველთვის დიდია. ფეხბურში ვერაფერს დაგეგმავ. გუნდში რთული ვითარებაა, თუმცა მყისიერი შედეგია საჭირო. ეს ისეთი გუნდების სიდიადეა, როგორიც "ბლაუგრანაა".


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #3 10 ივლისი 2021 17:40
    0
    La Pulga10,
    ალბათ დიპლომატიურ საკითხებში იქნება
    წევრი [?]
    #2 10 ივლისი 2021 17:30
    0
    იმედია რასაც ლაპარაკობს იმას გაამართლებს👍
    ფანი [?]
    #1 10 ივლისი 2021 16:34
    1
    ვერ გავიგე მაინც რა როლი აკისრია ამ კაცს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid