ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 ივლისს მოხდა.
თამაშები
10 ივლისს "ბარსელონას" ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.
1942 წელი
ენრიკე პინეირომ "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
1976 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ედმილსონი. 2004-2008 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 99 თამაში ჩაატარა. ედმილსონმა კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1976 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფრანგი თავდამსხმელი ლუდოვიკ ჟიული. 2004-2007 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 128 თამაშში მან 27 გოლი გაიტანა. ჟიულიმ კატალონიურ კლუბთან ერთად 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
2008 წელი
პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას მიმართ აღძრულ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით "ბარსელონას" დირექტორთა საბჭო 8 წევრმა დატოვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]