გრიზმანი მესისთან ერთად აღარ ითამაშებს? - ანტუანს პეპ გვარდიოლა დაუკავშირდა

გრიზმანი მესისთან ერთად აღარ ითამაშებს? - ანტუანს პეპ გვარდიოლა დაუკავშირდა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ თუ ლიონელ მესი "ბარსელონაში" დარჩება, გუნდს ანტუან გრიზმანი დატოვებს - აცხადებს Onda Cero-ს ცნობილი კატალონიელი ჟურნალისტი, ალფრედო მარტინესი. 

ლეო მესის "ბარსასთან" მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ არგენტინელი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. როგორც ჩანს, ახალი სპორტული პროექტის მიხედვით შემადგენლობაში მის გვერდით გრიზმანის ადგილი არ არის. 

პარალელურად Foot Mercato იმ კლუბს ასახელებს, რომელში გადასვლაც 30 წლის თავდამსხმელისთვის ყველაზე რეალურია: ეს "მანჩესტერ სიტია". ანტუანს პეპ გვარდიოლა დაუკავშირდა, რომლის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჰარი კეინია, თუმცა თუ მისი დამატება ვერ მოხერხდება, "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი კლუბში სწორედ ფრანგის მიყვანას ეცდება. 

გრიზმანი "ბარსას" 2019 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა. დღემდე მის ანგარიშზე 99 მატჩი და 35 გოლია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #5 10 ივლისი 2021 10:04
    0
    სიტის თუ უნდა დადონ 120 მილიონი და წაიყვანონ
    გულშემატკივარი [?]
    #4 10 ივლისი 2021 02:55
    0
    საიდან რას მოთხრიან ეგ ჭორიკანა ჟურნალისტები
    ფანი [?]
    #3 9 ივლისი 2021 22:35
    0
    MARI=BARCA-fan,
    გამორიცხულია.კეინს აქვს ყველაზე დიდი შანსი,თამაც კარგად ვიცით გვარდის დამოკიდებულება ცხრიანებთან...
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 9 ივლისი 2021 21:50
    0
    ციტატა: El pistolero 9
    და ჰალანდზე მოუწევთ ჩალიჩი მომდევნო ზაფხულს. ლაპორტამ რაიოლასთან ძმაკაცობა უნდა გამოიყენოს და გადმოიყვანოს ეგ ბიჭი.

    ჰალანდი გვარდის მიჰყავს სიტიში..
    Culé [?]
    #1 9 ივლისი 2021 19:56
    2
    და ჰალანდზე მოუწევთ ჩალიჩი მომდევნო ზაფხულს. ლაპორტამ რაიოლასთან ძმაკაცობა უნდა გამოიყენოს და გადმოიყვანოს ეგ ბიჭი.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.