ოფიციალურად: ბარსელონამ 18 წლის იუსუფ დემირი იჯარით აიყვანა

ვენის "რაპიდის" 18 წლის შემტევი, იუსუფ დემირი, 2021/22 წლების სეზონს, იჯარის წესით, "ბარსა B-ში" გაატარებს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, "ბარსას" იჯარა 500 000 ევრო დაუჯდება. სეზონის ბოლოს კი მისი 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება. იგი კატალონიურ კარიერას სარეზერვო გუნდში დაიწყებს.
დემირს შეუძლია ითამაშოს როგორც შეტევის ორი ფლანგზე, ასევე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. გასულ სეზონში, მან ავსტრიული გუნდის რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა. Transfermarkt მას 8 მილიონ ევროდ აფასებს.
მედიაში არსებული ცნობებით, დემირს შემოთავაზებები "ბაიერნიდან", "დორტმუნდიდან" და "აინტრახტიდან" ჰქონდა, თუმცა მის სურვილს "ბლაუგრანაში" ასპარეზობა წარმოადგენს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]