ხვალ სიუტატ ესპორტივაზე პრესეზონი იწყება

ხვალ სიუტატ ესპორტივაზე პრესეზონი იწყება

ხვალ, "სიუტატ ესპორტივაზე" პირველი გუნდის ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შაბათს, პირველი გუნდის 11 ფეხბურთელი (ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, პიანიჩი, დემბელე, პუჩი, ნეტუ, კოუტინიო, რობერტო, ფატი და უმტიტი) ბაზაზე გამოცხადდებიან და მათ, სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, PCR ტესტირებაც ჩაუტარდებათ.

მათ "ბარსა B-დან" 9 ფეხბურთელი შეუერთდებათ (მონჩუ, ილიასი, ხავი, კომასი, რამოს მინგო, ნიკო, ტენასი, კოლიადო და პენია).

პირველი ჯგუფური სავარჯიშო სესია სტარტს ორშაბათს, 12 ივლისს აიღებს. თავდაპირველად, მასში მონაწილეობას ტრავმირებული ტერ შტეგენი, ფატი, დემბელე და კოუტინიო არ მიიღებენ. ისინი გუნდს მათი რეაბილიტაციის კურსის მიხედვით შეუერთდებიან.

ის მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე იღებდნენ, "ბარსელონაში" მოგვიანებით დაბრუნდებიან.

უკვე ცნობილია ორი ამხანაგური მატჩი, რომელსაც რონალდ კუმანის გუნდი პრესეზონის დროს ჩაატარებს. 21 ივლისს, "ბარსა" "ჟიმნასტიკს" დაუპირისპირდება, 28-ში კი - "ჟირონას". ორივე მატჩს "იოჰან კრუიფი" უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ივლისი 2021 17:55
    1
    დემბელეს ჩაუტარეთ სამედიცინო შემოწმება, კუნთი ხომ არ აქვს გადაღლილი.
    Culé [?]
    #1 9 ივლისი 2021 15:03
    1
    სატრანსფერო ბაზარი როდის უხურება?