რონალდ კუმანის კომენტარი ანტუან გრიზმანის შესაძლო წასვლის შესახებ

რონალდ კუმანის კომენტარი ანტუან გრიზმანის შესაძლო წასვლის შესახებ

"ბარსელონას" 58 წლის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, გუნდიდან ანტუან გრიზმანის შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, არ არის გამორიცხული, ფრანგი შემტევი მომდევნო სეზონიდან სხვა გუნდის შემადგენლობაში ვიხილოთ.

 ჩემთვის, ანტუანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცა, მაგრამ არ ვიცი თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს კლუბი.

ჩვენთვის, მისაღები იქნება თუ გუნდში ცვლილებები განხორციელდება. ასეთი გადაწყვეტილებები კლუბმა უნდა მიიღოს. ვნახოთ, ვინ დარჩება და ვინ წავა, თუმცა ცხადია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს მესის დარჩენა წარმოადგენს.

- მის სიტყვებს Sport ციტირებს.

კუმანმა ეს განცხადება მის ორგანიზებით გამართულ გოლფის საქველმოქმედო ტურნირზე გააკეთა, რომელშიც მონაწილეობას ჟოან ლაპორტა, პეპ გვარდიოლა, რიკი პუჩი, ბერნდ შუსტერი და ჰენრიკ ლარსონი მიიღებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 9 ივლისი 2021 21:16
    0
    ვაიმეე რადონის დებილი იქნება ლაპორტა გრიზმანი რომ გაუშვას :)
    გულშემატკივარი [?]
    #6 9 ივლისი 2021 18:21
    0
    თუ თანახმაა შეუმცირონ ეს დალოცვილი ხელფასი და დარჩეს,მიუხედავად იმისა რომ ხანდახან არ ჩანს საერთოს თამაშის დროს წინა სეზონის სტატისტიკა ყველაფერს ამბობს
    ფანი [?]
    #5 9 ივლისი 2021 15:14
    2
    ციტატა: MrBarca
    ციტატა: Griezzy7
    გაუშვით და დარჩით მესის და დეპაის იმედზე მარტო smile smile smile ჯერ ამ გამოქლიავებულს ჰყავდა სუარეზი და გაუშვა არ მჭირდება ფორვარდიო და ეხლა აგუერო მოაყვანინა რომელიც ნახევარი სეზონი ლაზარეთში იქნება დარწმუნებულივარ. ეხლა უეჭველი გრიზმანსაც გაუშვებს და დავრჩებით ორი თავდამსხმელით :(

    დეპაი ღმერთმა უწყის როგორ ათამაშდება და მარტო მესი ვერაფერს გახდება

    დეპაი ჯერ დაარეგისტრირონ :დ :დ რა თამაშზეა ლაპარაკი როცა ფეხბურთელი ჰაერშია =))
    წევრი [?]
    #4 9 ივლისი 2021 15:12
    4
    დემბელეს ტოვებ და გრიზმანს უშვებ რავი) იმედია ჭორია
    ფანი [?]
    #3 9 ივლისი 2021 15:09
    1
    ციტატა: Griezzy7
    გაუშვით და დარჩით მესის და დეპაის იმედზე მარტო smile smile smile ჯერ ამ გამოქლიავებულს ჰყავდა სუარეზი და გაუშვა არ მჭირდება ფორვარდიო და ეხლა აგუერო მოაყვანინა რომელიც ნახევარი სეზონი ლაზარეთში იქნება დარწმუნებულივარ. ეხლა უეჭველი გრიზმანსაც გაუშვებს და დავრჩებით ორი თავდამსხმელით :(

    დეპაი ღმერთმა უწყის როგორ ათამაშდება და მარტო მესი ვერაფერს გახდება
    --------------------
    ბართუშ მოკვდი!
    Culé [?]
    #2 9 ივლისი 2021 15:08
    2
    თუ ვინმე ძაან მაგარს არ მოიყვანენ გრიზმანის გაშვება სისულელე იქნება. ატლეტიკო თუ გაგვიცვლის ფელიქსში არ იქნება ცუდი ვარიანტი. არაა გრიზის გუნდი ბარსა და არც ფელიქსის გუნდია ატლეტიკო.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 9 ივლისი 2021 14:37