ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 ივლისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 ივლისს მოხდა.

თამაშები

9 ივლისს "ბარსელონას" ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1995 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი სანდრო რამირესი. 2013-2016 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 33 თამაშში მან 7 გოლი გაიტანა. სანდრომ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

2000 წელი

"ბარსელონას" ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ "რეალ მადრიდში" მის გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მინდა გულშემატკივრები დავარწმუნო, რომ 24 ივლისს, სეზონის დაწყების დროს ლუიშ ფიგუ "კამპ ნოუზე" იქნება. მინდა შეგახსენოთ, რომ რაც არ უნდა ითქვას სხვა კლუბებზე, ლუიშ ფიგუს "ბარსელონასთან" კონტრაქტი აკავშირებს".

2007 წელი

75 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ესტებან არეტა.

2023 წელი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ლუის სუარეს მირამონტესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ივლისი 2021 17:38
    0
    ციტატა: El pistolero 9
    უესკაშია ახლა და ლა ლიგაში 5 გოლი შეაგდო ამ სეზონში. კარგი ბიჭია. მალაგაში იყომარა მაგრად 14 გოლი შეაგდო და მახსოვს ბოლოს მალაგას რო უნდა მოეგო თორე რეალი ჩემპიონდებოდა, მთელი მალაგა იდგა და ეს თამაშობდა მარტო

    ამის გოლმა ფაქტიურად ჩემპიონობა, რომ დაგვაკარგვინა და დიდი სიხარულით, რომ აღნიშნა ისიც გეხსომება. ჯეკამ კი აუხსნა იქვე, მაგრამ გაიგო რო?! გველი უბეშიო ამაზეა ნათქვამი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ივლისი 2021 13:33
    1
    უესკაშია ახლა და ლა ლიგაში 5 გოლი შეაგდო ამ სეზონში. კარგი ბიჭია. მალაგაში იყომარა მაგრად 14 გოლი შეაგდო და მახსოვს ბოლოს მალაგას რო უნდა მოეგო თორე რეალი ჩემპიონდებოდა, მთელი მალაგა იდგა და ეს თამაშობდა მარტო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.