პედრი კონტრაქტს მინიმუმ 2 წლით გაახანგრძლივებს

პედრი კონტრაქტს მინიმუმ 2 წლით გაახანგრძლივებს

ფაბრიციო რომანის ინფორმაციით, "ბარსელონა" პედრის კონტრაქტს მინიმუმ 2 წლით გაუხანგრძლივებს.

ამჟამად არსებულ ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. კატალონიელები კონტრაქტს მინიმუმ 2 წლით ავტომატურად გაახანგრძლივებენ, მაგრამ მათ 18 წლის ნახევარმცველისათვის გაცილებით ხანგრძლივი და უკეთესი პირობების შეთავაზება სურთ.

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის შეძენა შარშან "ბაიერნსაც" სურდა, "ბარსა" პედრის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროსაც კი არ დათანხმდა, რაც, ცხადია, სწორი ნაბიჯი იყო. 

პედრიმ ევრო 2020-ზე მინდორზე ყველაზე მეტი წუთი გაატარა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის დასვენებას არ აპირებს და "ფურია როხას" ოლიმპიადაზეც დაეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 8 ივლისი 2021 10:05
    0
    ციტატა: Berlinetta♥
    ფიზიკურად ძალიან გაიზარდა , გაძლიერდა … გუშინდელი მარცხიც რა ემოციურად მიიღო .. ეს ბიჭი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს … მიხარია რომ ეჭვია არასოდეს შემპარვია გონსალესში

    პედრისნაირი ფეხბურთეების ნაკლებობაა დღეს ფეხბურთში, მაგიტომაცაა *რაკისკენ, რომ მიდის ეს სპორტი.
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    გულშემატკივარი [?]
    #4 8 ივლისი 2021 02:27
    2
    ციტატა: Berlinetta♥
    ფიზიკურად ძალიან გაიზარდა , გაძლიერდა … გუშინდელი მარცხიც რა ემოციურად მიიღო .. ეს ბიჭი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს … მიხარია რომ ეჭვია არასოდეს შემპარვია გონსალესში

    პედრის ყველაფერი აქ დიდი ფეხბურთი რო ითამაშოს.იმედია ხელს არაფერი შეუშლის.თვითონ რო ძალღონეს არ დაიშურვებს ვიცი და მჯერა😄მაგრად მაინტერესებს პედრი ფატი ერთად
    ფანი [?]
    #3 8 ივლისი 2021 01:44
    1
    როგორ მიხარია და მეიმედება ეს რო ჰყავს ბარსას
    ანსუს არ მიეღო ის ტრავმა შეიძლება ახლა ფინალშიც გაეყვანა ესპანეთი 😔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ივლისი 2021 00:01
    5
    ფიზიკურად ძალიან გაიზარდა , გაძლიერდა … გუშინდელი მარცხიც რა ემოციურად მიიღო .. ეს ბიჭი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს … მიხარია რომ ეჭვია არასოდეს შემპარვია გონსალესში
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    ფანი [?]
    #1 7 ივლისი 2021 23:59
    7
    სამუდამო კონტრაქტი ამ ბავშვს <3